"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ათამდე აქტივისტმა ყვარელის რაიონული ორგანიზაცია დატოვა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მოძრაობის ყოფილი წევრი ნინო ხუციშვილი განმარტავს, რომ პარტიის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურა ლომიძე ხელისუფლებასთან ალიანსში ამხილეს.