რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკაზე ამერიკელი მკვლევარის, დონალდ ასმუსის წიგნის გამოცემას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მნიშვნელოვან ფაქტად აფასებს. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"წიგნი "პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო" საშუალებას იძლევა, რეალობა მაქსიმალური ობიექტურობით იქნას შეფასებული და შესაბამისი დასკვნები გაკეთდეს მსოფლიო საზოგადოების მხრიდან", - აცხდებს იგი.
ბაქრაძის განცხადებით, წიგნში ასევე ნათლად არის ნაჩვენები ქართული სიმართლე, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი იყო.
ამერიკელი მეცნიერის ნაშრომი აგვისტოს ომს ეხება. წიგნის პრეზენტაცია თბილისამდე ლონდონში, პარიზსა ვაშინგტონტში გაიმართა.