ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, რუსეთის ტერიტორიაზე და ჩრდილო კავკასიაში ტერაქტების რიცხვი კიდევ გაიზრდება.
"ჩრდილო კავკასიაში ტერაქტები კვლავ მოსალოდნელია, რაც კავკასიელი ხალხების უკმაყოფილებასთან დაკავშირებული. რუსეთში არსებობს გეგმა ე. წ. ჩრდილო ფედერალური ოკრუგის შექმნის, რომელიც ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკები გაერთიანებას ითვალისწინებს, რაც კავკასიელებისთვის მიუღებელია. მოსკოვი კი აპირებს ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიეროს. ამასთან, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის უკანონო აღიარების შემდეგ ჩრდილოკავკასიაში სეპარატისტულმა ტენდენციებმა იმატა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჩიტაძემ.
ექსპერტი გამორიცხავს, რომ კავკასიაში ფართომასშტაბინი განმანთავისუფლებელი მოძრაობა დაიწყოს, როგორც ეს ჩეჩნეთში 90-იან წლებში იყო.
"ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რუსეთი ჩრდილო კავკასიაში სამხედრო კონტიგენტს კიდევ უფრო გაზრდის, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ყველაზე დიდი სამხედრო ძალები სწორედ ამ რეგიონში თავმოყრილი. რუსული სპეცსამსახურების რეგინის "გასაწმენდად" ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციას აუცილებლად ჩაატარებენ, რასაც დივერსიული აქტები რაოდენობის გაზრდა მოჰყვება, როგორც ჩრდილო კავკასიაში, ასევე რუსეთის დანარჩენ ტერიტორიაზეც", - განაცხადა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ჩრდილო კავკასიაში ტერაქტების რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა. შესაბამისად რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩრდილო კავკასიაში ჩატარებული სპეცოპერაციების რიცხვი გაიზარდა, რასაც ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.
დღეს ჩრდილო კავკასიაში რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც რუსმა ძალოვანებმა ბოევიკებად გაასაღეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ გარდაცვლილებს ტერორისტულ დაჯგუფებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ და ისინი ტყეში შეშის მოსატანად იმყოფებოდნენ.