უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერის რუსეთის თავდასხმა. მოწინააღმდეგემ სამი საჰაერო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, 60-ზე მეტჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. მშვიდობია...
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი მორიგი შეტევისთვის ემზადება და დონბასში თავის ჯარს აძლიერებს. ISW მიუთითებს, რომ ოკუპანტ ქვეყანას შიდა ზეწოლის ზრდის გამო დასჭირდებათ შეტევა გამარჯვებისთვის. 30 იანვარს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ სამშვ...
კობა ნაყოფია "ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს, თუმცა პარტიის რიგით წევრად კვალვ რჩება - ამის სესახებ მან "მთავარ არხს" განუცხადა. "ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ&n...
ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია. „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის განმტკიცებას ევ...
მან პრინციპში დაადასტურა, რომ არის ჩვეულებრივი აგენტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. „სააკაშვილს იმასაც კი არ [ეუბნებიან] თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში საქართველოში. მოათავსეს კონტეინერში...
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ტიბორ კოზმამ ოძისში, გადაკვეთის პუნქტზე უმასპინძლა ავსტრიის დელეგაციას, ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის ხელმძღვანელობით. ინფორმაციას ევროკავშირის მონიტორინგის მისია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტიბორ კო...
პაკისტანის ქალაქ პეშავარში მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოიყოლა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდი...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წელს, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 1427.60 კუბური მეტრი ხე-ტყის (2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 84%-ით მეტი) სასაქონლო ზ...
ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ გასული წლის ივლისში შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი შეხვედრა უფრო ადრე პერიოდისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა არ გამოვიდა და ამჯერად, ძალიან მიხარია, რომ შევძელით შეხვედრა, რადგან ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროდუქტიული თანამშრომლობა. ჩვენ საკ...
ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, 2020 წლიდან აქტიურად იკვლევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტე...
ჩვენ დაკავშირებადობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ზოგადად და ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, ეს და სხვა პროექტები რა თქმა უნდა დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს და ეს ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ჩვენ ორმხრივად უნდა...
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკურ დონეზე, პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა ავსტრიასა და საქართველოს შორის. დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დამსახურებაა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს პატივცემულ სტუმარს. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა, თუ როგორ უნდა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები ...
საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. შეზღუდვა 28 თებერვლის ჩათვლით, მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლ...
მინდა, მივესალმო გულითადად ჩემს ძვირფას კოლეგას, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, ბატონ კარლ ნეჰამერს. მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში, ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგ...
ჟურნალისტებთან საუბრისას თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც გააკეთა კომენტარი. „აქამდე თუ ვამბობდი, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია, ახლა თამამად, ოფიციალურად დოკუმენტით შეიძლება ვთქვათ, გაფორმდა, რომ ის არის მოწამლული. მის სხეულში არის მძიმე მეტალები. როცა ადამიანი იწამლება, ღვიძლი კი არ იწამლებ...