მიცკევიჩის №18-ში მოკლულია ცოლ-ქმარი - უშიშროების ყოფილი მინისტრი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე. თამაზ ნინუას მინისტრის პოსტი ორი თვით 1992 წლის იანვარ-თებერვალში ეკავა. ჯერჯერობით გარდაცვლილი ცოლ-ქმარი სახლიდან არ გამოუსვენებიათ. იქ იმყოფებიან შსს-ს თანამშრომლები: კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცი...
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აზიის ქვეყნებში ტურნე დაიწყო. "ალიასკაზე პრეზიდენტი " Elmendorf "-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე სამხედროებს შეხვდა და სამხედრო სამსახურისა და მოვალეობის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა", _ განაცხადა ობამას მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ბენ რო...
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ უცხოეთში დაბადებული და საქართველოში დაურეგისტრირებელი ბავშვების პრობლემის მოგვარების თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი ინიციატივია გააჟღერა. არასრულწლოვანთა რეგისტრაციის პროცესში გამოიკვეთა გარკვეული...
ევროკავშირში შვედეთის ელჩის, ოლოფ სკუგის განცხადებით, ევროკავშირის მანდატის ფორმატი ამ ეტაპზე შესვლას არ საჭიროებს. ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა სკუგმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. "არ მ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსული რიტორიკა გაათმაგდებოდა, საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისია რომ არ ფუნქციონირებდეს. ამის შესახებ ვაშაძემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "რუსული რიტორი...
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეკომენდაციით მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების თამბაქოზე აქციზის საფასურის გათანაბრებისთვის შესაბამისი ცვლილება "საგადასახადო კოდექსში'' უნდა შევიდეს. კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი წარმოების ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ...
. სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და რეადმისიასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებები დასრულებულია. როგორც გრიგოლ ვაშაძემ ევროპელ ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ კუთხით საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმე მისალოცად აქვს. "გამარტივებული სავიზო ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მტკიცებით, ტირძნისიდან გატაცებული მოზარდები აუცილებლად გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ვაშაძემ ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "როგორც წინა შემთხვევაში მოხდა ჩვენი გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლება, ასევე მოხდება ამ ბავ...
სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ აფხაზეთში არსებულ წინასაარჩევნო სიტუაციაზე საუბრისას საქართველოს თემასაც ეხება. შამბა დარწმუნებულია, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ პოლიტიკური შეგნება, სიმწიფე და დემოკრატიულობა უკვე არაერთგზის დაადასტურა და ის, რაც დღეს აფხაზეთშ...
ნოტარიუსების ტერიტორიული პრინციპი ისპობა და ისინი გეოგრაფიულ არეალში შეზღუდული არ იქნებიან. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები "ნოტარიუსის შესახებ" საქართველოს კანონში შედის. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, ნოტარიუსებისთვის მოქმედებ...
ბიუჯეტის განხილვის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტის შენიშვნები მთავრობამ გაითვალისწინა. ამის შესახებ განცხადება დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილმა გაკეთა. "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის'' პროექტის პირვანდელი ვარიანტის თანახ...
14 ნოემბერს გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. თეატრისთვის მიმდინარე სეზონზე ეს უკვე მეცხრე პრემიერაა. ამჯერად მაყურებელი იხილავს თურქი დრამატურგის აზიზ ნესინის პიესას, სახელწოდებით "მომკალ, მომკალ, ჩემო კარგო". სპექტაკლი 15 ნოემბერსაც იქნება წარმოდგენილი. ...
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფლებელია. ამ ინფორმაციას სეპარატისტთა ინფორმაციის კომიტეტი ე. წ. სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამმართველოს ექიმ კონსტანტინე გასიევი...
ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველ უმაღლეს კომისარს ჰავანესემ პილაის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საკითხებში ვალტერ კელინს...
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და სოხუმში ჩასულმა მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა ხელი მოაწერეს შეთახმებას "აფხაზეთის ხელისუფლებასა და მოსკოვის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის" ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აფხაზეთის ე....