დღეს, 9 მაისს, 13 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს მიულოცავს და რესტორან "კრწანისში" პირადად უმასპინძლებს. აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის საზეიმო ვითარებაში დაუკრავს ცოცხალი ბენდი, ასევ...
დღეს, 9 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ცურტაველ ეპისკოპოსის ხელდასხმა შესრულდება. წმიდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი (იაკობიშვილი) გამოირჩია და ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად 7 მაისს გამართულ სხდომაზე დაადგინა.
დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავი აღინიშნება. დედაქალაქში მცხოვრებ ვეტერენებს და ამ დღის აღსანიშნავად სპეციალურად თბილისში ჩამოსულ სტუმრებს ვაკის პარკში გამარჯვების მეორიალთან ამ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და პატლამეტის წევრები მიულოც...
ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში "პოკლონნაია გორაზე" მდებარე "ხსოვნის ხეივანში" ახალი მეორიალის მშენელობის დაწყების ცერემონიალს დაესწრნენ. ცერემონილს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინი, დუმის თვმჯდომარე ბორის გრიზლოვი, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი დასხვა ოფიციალ...
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, ხვალ, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს 9 მაისს მიულოცავს და რესტორან "კრწანისში" პირადად უმასპინძლებს. აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის საზეიმო ვითარებაში დაუკრავს ცოცხალი ბენდი, ასევე მათთვის იმღერებენ ვაჟა მანია, მარიკო ებრა...
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბრონისლავ კომაროვსკის სისხლის სამართლის საქმე #159-ის 67 ტომი გადასცა. ხელიდან ხელში მდვედევმა პოლონელ კოლეგას "კატინის საქმის" პირველი ტომი და საქმის ცალკეული მასალები გადასცა, _ იტყობინება "იტა...
იტალიის პრემიერ მინისტრი სილვიო ბერუსკონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერებმა მოსკოვში ვიზიტი ევროზონის ქვეყნებში ფინანსური კრიზისის გამო გააუქმეს. ...
ლიტვის დედაქალაქში, ვილნიუსში საქართველოს საელჩოს შენობაში განგაში გამოცხადდა. დიპლომატიური უწყების შენობა დაცლილია. საელჩოს დაცლა მას შემდეგ მოხდა, რაც მათ შენობის დატოვება პოლიციამ სთხოვა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მათთან შევიდა ანონიმური ინფორმაცია, რომ შენობა დანაღმული იყო. Mმოქალაეების ევაკუცია მოხდა...
საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ხელისფლებას მოუწოდებს წუხელ, ტელეკომპანია "კავკასიასთან" მომხდარი ფაქტი გამოიძიოს. როგორც სახალხო დაცველმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, მომხდარის შედეგად დაირღვა როგორც გამოხატვის თავისუფლების უფლების უფლება, ასევე შეკრება-მანიფესტაციების თავისუფლება. ...
საქართველოს საგარეო უწყების ინიცატივით, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დღეს ვაკის პარში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივიდნენ. მათ საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდეც ერთხელ მიაგეს პატივი სამამულო ომში დაღუპულებს. ...
მოსკოვში "პოკლონნაია გორაზე" დიდ სამამულო ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების მემორიალის საფუძველში სიმბოლურ ქვას რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი ჩადებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მონუმენტი, რომელიც უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში &qu...
მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში კლდე გუშინ ღამით ჩამოიშალა. ჩამოშლილმა მასამ მდინარე დოლურა ჩახერგა. კლდის ჩამონგრების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. სპეციალუსტების განცხადებით, კირქვა წყალში ადვილად იხსნება და შესაძლოა, 50-მდე ოჯახს საფრთხე დაემუქროს. ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა წუხელ ბავშვები სახლებიდასნ...
კავშირი "ჟურნალისტები-სიტყვის თავისუფლებისთვის" დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად გმობს. "ჩვენი აზრით, ეს არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისა და ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობა"- ნათქვამია კავშირშის მიერ ტელე...
ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ რვა ადამიანს, შორის სასულიერო პირები არ არიან. ამის შესახებ დღეს ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორმა, კონსტანტინე ცაცუამ განაცხადა. მისი განმარტებით, ინციდენტში მონაწილე პირები დაკავებული არიან სისხლის სამართლის კოდ...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "კავკასიაში" გუშინ მომხდარ ფაქტს ჟურნალისტებზე თავდასხმად აფასებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა გასცა დავალება, რათა სამართალდამცავებმა ბოლომდე მიიყვანონ გამოძიებ...