დღეს რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოაცხადებენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების (ACETT) ახალი პროგრამის დაწყებას. პროგრამა აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების ნაწილია. მისი ღირებულება 2,69 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს....
თბილისის ზღვაზე მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 35 წლამდე მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ამ ეტაპზე უცნობია მისი გარდაცვალების მიზეზიც. დაღუპულის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
დღეს გამთენიისას ქართული დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა. მოლაპარაკებების მე-14 რაუნდზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების გარდა, ქართული მხარე საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივაზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებზეც აპირებს საუბარს...
ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ამჯერად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშში მოექცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი "2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო, რასაც ასობით ადამიანი ემს...
დასრულდა ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო შეხვედრა ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილე...
ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ვიზებს გამარტივებული წესით მიიღებენ. ოფიციალური ინფორმაციით, შეთანხმება გაამრტივებს მექანიზმებს და შეამცირებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც საქა...
მესტიაში ზვავში მოყოლილი ადგილობრივი მთამსვლელის ძებნა დღეს დილიდან განახლდა. პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს 6-კაციანი ჯგუფი ადგილობრივ მთამსვლელებსა და მოხალისეებთან ერთად მონაწილეობს. ადგილზე, სადაც ზვავი ჩამოწვა, მაშველების ჩაყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხდა. მათ დაახლოებითY70 მეტრის რადიუსში სამ მე...
დღეს, 15 დეკემბერს, მოსკოვის ხამოვნიჩის სასამართლოში "იუკოსის" ექს-ხელმძღვანელ მიხეილ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ აღძრული მეორე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, განაჩენის გამოცხადება დაიწყება. სავარაუდოდ, განაჩენის წაკითხვას რამდენიმე დღე დასჭირდება. ხოდორკოვსკისა და "მენატეპი...
დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტების საბაზრო ბრუნვიდან ამოღების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგი...
დღეს, 15 დეკემბერს, "საქპატენტი" და ღვინის ასოციაცია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებენ. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, "საქპატენტსა" და ღვინის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორა...
დღეს, 15 დეკემბერს, 18:00 საათზე, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) წარადგენს ბიზნესისთვის ახალ სახელმძღვანელოს - "სამართლიანად გამარჯვება". გამოცემა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების გატარებას ეხება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სახელმძღვანელოში განმარტებულია, როგორ უნდა დაიგეგმოს და გან...
დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეოპაემნების განხორცილების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტთან დაკვშირებით რამდენიმე შენიშვნა გამოითქვა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, კერძოდ კი ოპოზიციონერი...
15 დეკემბერს, 14:00 საათზე, მაგთი კლუბში (რუსთაველის გამზ. #22) გაიმართება პრესკონფერენცია T. BLUES MOB -ის კონცერტთან დაკავშირებით. კონცერტი შედგება მაგთი კლუბში 16 დეკემბერს, 20:00 საათზე. T. BLUES MOB _ ვირტუოსი ქართველი მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდია, იგი ცნობილია ბლუზის საკუთარი, უკომპრომისო ვერსიით...
დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით წარადგენენ ინიციატივას დასუფთავების მოსაკრებლის შესახებ. როგორც იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განმარტა, კანონპროექტში ცვლილებები შევიდა და დასუფთავების მოსაკრებლის ზედა ზღვარი აღარ გაუქმდება. "კანო...
დღეს, 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება მრგვალი მაგიდა არჩევნების თემაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. შედგება ანგარიშის პრეზენტაცია და გაიმართება დისკუსია. ღონისძიება ადამიანის უფლება...