ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროების მშენებლობაზე ათასი, მათ ექსპლუატაშიაში შესვლის შემდეგ კი სამი ათასი მოქალაქე დასაქმდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში ყოფნისას განაცხადა, სადაც მან პირველი 12 სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველ...
ბათუმისა და ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 10 დღეში დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს აღნიშნულ ზონაში ყოფნისას განაცხადა, სადაც 12 სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. "ჩვენ ვასრულებთ იმ ვალდებულებასაც, რომელიც ამ ადგილის ბათუმის ცენტრთ...
საქართველოს პრეზიდენტი ქობულეთში იმყოფება. ქვეყნის პირველმა პირმა "ქობულეთის ტურისტულ ზონაში" ე. წ. "ფიჭვნარის ტერიტორიაზე", 12 სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. იქამდე კი, ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულებაც გაფორმდა. "ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს - იმას, რაზე...
ყაზახეთმა ამერიკულ ჯარს ავღანეთისკენ ახალი საჰაერო მარშრუტები გაუხსნა. შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ამერიკული თვითმფრინავები ავღანეთში მოსახვედრად ყაზახეთის საჰაერო სივრცეს გამოიყენებენ, შეერთებულმა შტატებმა და ყაზახეთმა ხელი უკვე მოაწერეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეთანხმება ყაზახეთთან...
ირანი ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრებთან მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებს. ირანის სასაზღვრო ჯარების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ამ დილით დაიწყო. განცხადებას ამის შესახებ ირანის პროვინციების სისტანისა და ბელუჯისტანის სასაზღვრო ძალების სარდალი ნაბი კუხკანი ავრცელებს. სამხედრო სწავლებაში ექვსი ათასზე მეტი მესაზღვრე მონაწილ...
უფლებადამცველთა უსაფრთხოების გაუმჯობესების თემაზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს გაიხსნა. მისი მიზანი კავკასიის რეგიონში უფლებადამცველთა უსაფრთხოების პრობლემის განხილვა და და ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა. კონფერენცია ევროკავშირის თანამონ...
ავღანეთში ამ დილით მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანია გარდაცვლილი და ოცზე მეტი დაჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეა. აფეთქება ავღანეთის პროვინცია კუნდუზში მოხდა. ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ხალხმრავალ ადგილზე დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. ...
მოსკოვის ცენტრში, დედაქალაქის მერიასთან სამართალდამცველებმა მორიგი აქცია დაარბიეს. არასანქცირებულ საპროტესტო მიტინგში მონაწილეობისთვის მილიციამ აქციის 20-მდე მონაწილე, მათ შორის მემარცხენე ფრონტის კოორდინატორი სერგეი უდალცოვი დააკავა, რომელმაც ღამე იზოლატორში გაატარა. არასანქცირებულ მიტინგზე სულ ...
საქართველოში მხოლოდ 2010 წლის განმავლობაში 26 674 რეგისტრირებული დანაშაული მოხდა. მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, აღნიშნულიდან 7 696-ს მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა. 317 დანაშაული განზრახ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას მოიცავდა, 99 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ...
საქართველოში 2010 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ძალადობის სულ 161 რეგისტრირებულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. აღნიშნულიდან 150 შემთხვევაში მოძალადე მამაკაცი იყო. რაც შეეხება დაზარალებულთა რაოდენობას, 147 შემთხვევაში მსხვერპლი ქალი აღმოჩნდა. მოძალადეთა უმეტესი ნაწილის - 62 ადამიანის ასაკობრივი ზღვარი 25-დან 44 წლამდე მერყეობს. ...
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ისევ მთავრობას გადაეგზავნება. აღმასრულებელი ხელისუფლება პროექტს 15 ნოემბერს, დეპუტატების შენიშვნებთან ერთად მიიღებს. მთავრობა პროექტს პარლამენტის წევრების რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად ჩაასწორებს და მას ისევ საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის. შ...
დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ტარდება. გარდა ამისა, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი"-ს ორგანიზებით თბილისის მასშტაბით მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვით მსვლე...
დღეს, 13 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე ბატუტზე მხტომელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება. ქართველი ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვონა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე ბატუტზე მხტომელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გავიდა. საკვალიფიკაციო ტურნირში 68.1 ქულა დააგროვადა 8 საუკეთესოს შორის მე-7 ადგილით ფინალურ ეტაპზე გა...
დღეს, 13 ნოემბერს, ცნობილ ლიტერატორს, მწერალ თამაზ ჩხენკელს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. თამაზ ჩხენკელი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. თაობაში ინტელექტუალურობით გამორჩეული თამაზ ჩხენკელი ავტორია არაერთი ცნობილი ლიტერატურული წერილის და ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი მონოგრაფიის...
დღეს, 13 ნოემბერს, "გურჯაანობა-2010" გაიმართება. ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს. ზეიმი 10 ნოემბერს უნდა გამართულიყო. თარიღის შეცვლის მიზეზი გურჯაანის ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოა. "გურჯაანობას" ქალაქი გურჯაანი 80 წლის იუბილესაც იზეიმებს....