სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" 1998-2003 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას განაგრძობს. ამასთან დაკავშირებით სსე-ს რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი თანამშრომლებს დღეს, 12:00 საათზე სსე-ს ...
"მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ღლონტის განცხადებით, მას ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანიის შენობის ძალის გამოყენებით დატოვებით ემუქრება. "ეროსი კიწმარიშვილმა "მაესტროს" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის ძალის გამოყენებით დამატოვებინებს მაესტროს შენობას. ის საუბრობს უკვე ვანო მ...
ცხინვალის ცენტრში ღამე 700-მა დემონსტრანტმა გაათენა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა სამმხრივი მოლაპარაკების დაწყებას აპირებს. ამ პროცესში კოკოითის მთავრობა და რუსული მხარეც იქნება ჩართული. ამის შესახებ ჯიოევამ რუსეთის უშიშროების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდ...
პეკინის ქუჩაზე 31 წლის მამაკაცი დაჭრეს. ბესიკ ლეჟავას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ლეჟავას შელაპარაკება ერთ-ერთ ღამის კლუბში მოუვიდა. მოგვიანებით კონფლიქტი უკვე ქუჩაში გაგრძელდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას წუხელვე ჩაუტ...
1 დეკემბერი - შიდსთან ბრძოლის საერათორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონიძიებებია დაგეგმილი. 15:00 საათზე ამ დღის აღსანიშნავად, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი უნივერსიტეტის I კორპუსთან აწყობს აქციას "მე აივ დადებითი ვარ". 2011 წელს აივ ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა მინიმალურ ...
დღეს, 1-ელ დეკემბერს, 14:30 საათზე, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და სხვა ოფიციალური პირები გორის რაიონის სოფელ ქერეში საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოინახულებენ. აშშ-ის მთავრობის დახმარებით...
დღეს, 1-ელ დეკემბერს, 11:00 საათზე, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გორში (სტალინის 7) დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გახსნის. პირველი დისკუსიისას, ელჩი ბასი, გორის საზოგადოებასთან ერთად, გორში საბავშვო ბაღების დახურვის საკითხს განიხილავს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ამერიკის მთავრობა აფინანსებს. გორის ცენტრი ერთ...
დღეს, 1-ელ დეკემბერს ფინანსთა სამინისტროში დამატებითი დაფინანსებისა და სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 1-ელ დეკემბერს 12:15 საათზე ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის ჯგუფის ხელმძღვანელი არნ...
დღეს, 1-ელ დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ბანკის ახალ სათაო ოფისში (გაგარინის 29ა, შესასვლელი სანაპიროდან) საქართველოს ბანკის პრესკონფერენცია გაიმართება. ბრიფინგზე ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, საქართველოს ბანკის ახალი ტიპის სერვისცენტრებს წარადგენს.
დღეს, 1-ელ დეკემბერს, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-12 სხდომა გაიმართება. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს არის საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ყველაზე მაღალი ინსტიტუციური ფორ...
ორი ლიდერი ბრენდის "სოკარისა"და "გუდვილის" ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარეობს და 4 ჰექტარ ფართობს მოიცავს, მომხმარებელს დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან ელოდება. კომპლექსში წარმოდგენილი "სოკარის" ავტოგასამართი სადგურ...
"ლიბერთი ბანკი" ბაზარზე ახალ აქციებს გამოიტანს. ბანკის გენერალური დირექტორის ლადო გურგენიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სს „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ახალი აქციების გამოშვების და მათი არსებული აქციონერებისთვის შეთავაზების შესახებ. ...
"ქართული პარტიის" ყოფილი თავმჯდომარე სოზარ სუბარი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად: "ბოლო პერიოდში ბევრი კითხვა გაისმოდა ჩემი მისამართით - ვრჩები თუ არა "ქართულ პარტიაში", რა დამოკიდებულება მაქვს მიმდინარე მოვლენების მიმართ და რას ვაპირებ. შეიძლება გამიგრძელდა დუმილი, მაგრამ ამა...
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ყირგიზეთში გაემგზავრა, სადაც ახლადარჩეული პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის ინაუგურაციას დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ შეხვედრებსაც გამართავს.
თბილისში ხუალინის სპეციალური ეკონომიკური ზონა აშენდება. ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და "სინძიანის ხუალინის სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფს" შორის თბილისში "ხუალინის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონის" შექმნის შესახებ. ხელმოწერის ცერემონი...