მასაჩუსეტის ექს-გუბერნატორმა მიტ რომნიმ შიდაპარტიულ არჩევნებში კიდევ ხუთ შტატში გაიმარჯვა. იგი გამარჯვებულად გამოცხადდა კონეკტიკუტში, დელავერში, როდ-აილენდში, ნიუ-იორკსა და პენსილვანიაში. რომნი მნიშვნელოვანდად უსწრებს თავის თანააპარტიელ მოწინააღმდგეებს, თუმცა მას ჯერაც არ აქვს საკმარისი ხმები, რათა რესპუბლიკური პარტიის კანდიდა...
კალიფორნიაში სკრიპსის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა დამტკიცა, რომ ანტისხეულის საინფექციო ხსნარს შეუძლია დაიცვას თაგვები კოკაინის ლეტალური დოზის დროს. ნაშრომში, რომელიც ჟურნალ Jurnal Molecular Pharmaceutics-ში გამოქვეყნდა, ნაჩვენებია ადამიანის ანტისხეულის თერაპიული პოტენციალი კოკაინის ლეტალური დოზის დრო...
26 აპრილს 13:00 სთ-ზე „თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისში გაიმართება უმსხვილესი ფრანგული ბრენდის „მიშლენის" საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მიძღვნილი სპეციალური ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც კომპანია „თე...
აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა "გზა თანამედროვე წიგნამდე''. გამოფენაზე წარმოდგენილია ცენტრში დაცულ ხელნაწერთა ზუსტი ასლები (მულაჟები), მათ შორის: ხანმეტი ლექციონარი (VII-VIII სს.); სინური მრავალთავი (864 წ); ასტროლოგიური ტრაქტატი (1188-1210 წწ.);...
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამა "ჩემი დედა ენა". ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ არსენიშვილი-ბავრელის და სხვათა პირად საარქივო ფონდებში დაცული მასალა. ასევე გამოფენილია ია...
დღეს, 25 აპრილს, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილე ჯეინ ჰოლ ლუტი საქართველოში შეხვედრებს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ის სხვადასხვა სფეროებში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილე ლუტის თბილისში ვიზი...
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. იგი დღეს, 25 აპრილს, ხონის რაიონის მოსახლეობას შეხვდება და ადგილობრივ მოსახლეობას იმ პროექტებზე ესაუბრება, რომელიც იმერეთის მხარეში ხორციელდება. პარლამენტის თავმჯდომარე ხონის რაიონის სოფელ მათხოჯის მოსახლეობასაც შეხვდება და მათ იმ საკითხების ...
დღეს, 25 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში" სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. გოროზია და ებანოიძე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ...
დღეს, 25 აპრილს, გაიმართება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 28 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის ...
დღეს, 25 აპრილს, 17:30 საათზე, ქუთაისის მერიაში ქალაქ ქუთაისის განათების სისტემის მოდერნიზაციის საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგოეფექტურობის კომპანია ქუთაისის მერიასთან და შპს "ინტერრაო ეეს-ის ენერგოეფექტურობის ცენტრთან" ერთად ახორციელებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თ...
სარემონტო სამუშაოს გამო, დღეს, 25 აპრილს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეე...
გამოსაშვები გამოცდების პრეტესტში მონაწილე მოსწავლეები შედეგებს ახალი სისტემით შეიტყობენ. სისტემა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ( www.naec.ge) დღეს, 25 აპრილს განთავსდება. მონაწილეები შეიტყობენ არა მხოლოდ შეფასებას, არამედ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ და რა დროში დაძლიეს კონკრეტული საგნის ტესტის ...
დღეს, 25 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროექტის "რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის" პრეზენტაცია. პროექტი ხორციელდება ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში და მიზნად ი...
დღეს, 25 აპრილს, 18:00 საათზე, ევროპის სახლში პროექტის "ერთი და მრავალსახოვანი ევროპა XX და XXI საუკუნეების ბალეტის ფონზე" მეოთხე საღამო გაიმართება. ცეკვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში, ფილოსოფოსი და ჟურნალისტი ხათუნა მზარელუა, მოძრაობის თანამედროვე ფორმების ანალიზის ფონ...
დღეს, 25 აპრილს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში ვოკალური მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ ჭავჭანიძე, ანა ბუბაშვილი, ნუცა ზაქაიძე, ნინო ლაკვეხელიანი და ნატალია ქუთათელაძე. კონცერტმაისტერი ნანა მიქაბერიძე. პროგრამაშია დასავლეთევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებე...