საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ აფხაზეთიდან სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის ინერტული მასალის უკანონო გატანას რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლით აღკვეთს. აღნიშნულის შესახებ საუბარია განახლებული "ეროვნული უსაფრთოხების კონცეფციის" ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის თავში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართვ...
სოციალურ ქსელ Facebook-ში "პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალური არჩევნები" იანვრის ბოლოს დაიწყება. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ვირტუალური არჩევნები მომხმარებელთა თხოვნით იწყება და თამაში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. თამაშში გამარჯვებული ერთ სამუშა...
ერთიანი ევროპული ვალუტა 2012 წელსაც გადალახავს, მიუხედავად ევროზონაში არსებული კრიზისისა, განაცხადა სსფ-ს ხელმძღვანელმა კრისტიან ლაგარდიმ. "ევრო ახალგაზრდა ვალუტაა და იმავდროულად ის მყარია. ევროზონაში სერიოზული პრობლემებია, რომელიც სუვერენულ ვალებს უკავშირდება, უფრო სწორად საბანკო სექტორს და მათი გამოსწორება ხ...
რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში, ნოვოჩერკესკსში, მაწანწალა ძაღლების ხროვამ 7 წლის ბიჭი დაგლიჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი დედის მოსანახულებლად მიდიოდა, რომელიც თავისი ახლობლის აგარაკს უვლიდა. ბავშვს თავს ძაღლები სწორედ აგარაკისაკენ მიმავალ გზაზე დაესხ...
ირანის სასამართლომ აშშ-ს მოქალაქეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულად სცნო და მას სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ირანულ სააგენტო "ფარსზე" დაყრდნობით ავრცელებს. "ამირი მირზა ხეკმატს, რომელსაც ბრალი ედებ...
როგორც ირკვევა, უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს მეუღლეს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჩეხეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, ამ ქვეყანაში თავისი ბიზნესი და სახლი გააჩნია, რომელივ ელიტარულ უბანში მდებარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ჯერ კიდევ 12 წლის წინ ტიმ...
ლადო დვალიშვილი უახლოეს დღეებში "პოლონიას" ფეხბურთელი გახდება. კლუბის პრეზიდენტის, იოზეფ ვოიცეხოვსკის განცხადებით, მათ უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს „მაკაბისთან" და ფეხბურთელთან კონტრაქტის გასაფორმებლებლად, ხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა არის საჭირო. ქართველი ფორვარდი 2,5-წლიან კონტრაქტს გააფორმე...
ავღანეთის სამხედრო ფორმაში ჩართულმა სამხედრომ ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ზაბულში ნატოს სამხედრო მოსამსახურე მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელი საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად იქნა ლიკვიდირებული. აღსანიშნავია, რომ მოკლული სამხედროს ერო...
პენტაგონის მეთაურმა დაასახელა ზღვრული ხაზი, რომლის შემდეგაც ვაშინგტონი უკვე მზად იქნება ირანის წინააღმდეგ სერიოზულ ზომებს მიმართოს. საუბარი ორმუზის სრუტის გადაკეტვას ეხება. "ჩვენ უკვე მკაცრად განვსაზღვრეთ, რომ აშშ არ დაუშვებს ორმუზის სრუტის გადაკეტვას. ეს კიდევ ერთი ზღვარია, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება და...
საერთაშორისო ექსპერტებმა მსოფლიოში ფრენის უსაფრთხოების კუთხით 2011 წელი შეაჯამეს. სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ 2011 წელს 28 ავიაკატასტროფა მოხდა, რომლის დროსაც ჰაერში 507 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხომალდების მიწაზე დაცემისას კი 14 ადამიანი გარდაიცვალა. ამის მიუხედავად 2011 წელი მსოფლიო ავიაციისთვის ერთ-...
აშშ-ს მთავრობამ შვეიცარიულ ბანკ Wegelin & Co-ს შესაძლოა ოფიციალური ბრალდება წაუყენოს, რის მიზეზადაც აშშ-ს საგადასახადო ორგანოსა და შვეიცარიულ ბანკს შორის წარმოქნილი კონფლიქტი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ Wegelin & Co-მ ამერიკელებს საშუალება მისცა, საბანკო საიდუ...
ბანკი "ქართუ" VBV Service-ს პოპულარიზაციას იწყებს. ამ მიზნით, 16 იანვარს 11:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" ბანკი "ქართუს" მენეჯმენტი პრესკონფერენციას გამართავს და ახალ პროდუქტზე ვრცლად ისაუბრებენ. ბანკში აცხადებენ, რომ 2011 წლის 27 დეკემბრიდან სს ბანკი "ქართუს" მიერ...
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყიშლას ,,წაბლიანი" დაერქვა. აღნშნულთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ" საქართველოს კანონში. ბრძანებულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოაწერა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგო დამტკიცდა. ბრძანებულებას „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა. ბრძანებულების მიხედვით, საშტატო ერთეული შემდეგნაირად გ...
ჩეჩენ ძალოვნებსა და ბოევიკებს შორის გამართული სასტიკი ბრძოლის შედეგად ორივე მხრიდან არიან გარდაცვლილები და დაჭრილები. ბრძოლა სოფელ ვედენთან ახლოს გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ამ დროისათვის განცხადება მხოლოდ 5 დაჭრილის შესახებ გააკეთა. რუსული მედია კი წ...