ავიაკომპანია Air New Zealand-მა უკვე მეორედ მიიღო მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტული, ამის შესახებ Air Transport World იტყობინება. გამოცემამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე, მათ შორის Air New Zealand-ი მომხმარებლებს ხშირად ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს და ავიაკომპანიის კლიენტურა სულ უფრო და უფრო...
შვეიცარიის ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელმა ფილიპ ხილდებერგმა თანამდებოდა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ხილდებერგის განთავისუფლების მიზეზი ის ფინანსური მაქინაციები გახდა, რომელშიც მისი ცოლი იყო გახვეული. თუმცა ოფიციალური განცხადება ამის შესახებ რამდენიმე საათში გაკეთდება. ფილიპ ხილდებერმა ეროვნული ბანკის ხელმძღვალენალდ მუშა...
სამეგრელოში სოფელ ინგირში ჩაის პლანტაციები დაიწვა. ხანძრის ლოკალიზებას სახანძრო და სამაშველო სამსახურები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. განადგურებულია 35 ჰა ჩაის პლანტაცია. არსებობდა საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტებზე გადასულიყო, თუმცა მისი ლოკალიზება დროულად მოხერხდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზა...
წელს, როდესაც ევროს ბედი წყდება, საეჭვოა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ბრიუსელის მთავარი პრიორიტეტი იყოს. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა THE WALL STREET JOURNAL წერს. სტატიის ავტორის, ლორენს ნორმანის აზრით, თუმცა, თუკი ევროკავშირი შეასუსტებს ყურადღებას საგარეო პოლიტიკის პრობლემების მიმართ, ამან შესაძლოა გარკვეული...
აშშ მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ირანი ფორდოუს ქარხანაში ურანის 20 % გამდიდრებას დაიწყებს, ეს თეირანის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის დარღვევა იქნება. ეს განცხადება თეთრი სახლის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა გააკეთა. თეირანმა თავად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ფორ...
აშშ მოუწოდებს ირანს გაათავისუფლოს ირანული წარმოშობის ამერიკელი, რომელსაც ისლამურმა სახელმწიფომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ამირ მირზაი ჰეკმათს ირანის სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა გამოუტანა, მას შემდეგ რაც ის აშშ-სა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულად აღიარა. ბრალ...
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საკადრო ცვლილებები განახორციელა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, თავისი თანამდებობა დაკარგა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა ბილლ დეილიმ. მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ბიუჯეტის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი ჯეკ ლიუ დაინიშნა. პოლიტიკური მიმომხილველების თქმით, ეს ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გამართა შეხვედრა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ორთვინ ჰენიგთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრ...
თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა - მუხიანში, ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვების შდეგად, მომხდარი აფეთქებისას ბებია და შვილიშვილი დაშავდნენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ორივე მათგანი დამწვრობის ცენტრში მოათავსეს. 10 წლის ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერილია. შედარებით მძიმეა ბებიის მდგომარეობა. გლდ...
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლაიმ ფოქსი საქართველოს მმართველობის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასავრცელებლად მეტ საერთაშორისო ძალისმევას მიიჩნევს საჭიროდ. "საჭიროა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ძალისმევა, რომ საქართველოს ხელისუფლების მმართველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გავრცელდეს", - ეს განცხადება ლაი...
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო აცხადებს, რომ ლიბიის ხელისუფლებას ამ დრომდე არ წარმოუდგენია ინფორმაცია მუამარ კადაფის დაკავებული ვაჟის სეიფ ალ-ისლამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ტრიბუნალის მოთხოვნის მოქმედების ვადა დღეს იწურება. ლიბიის მოკლული ლიდერის მუამარ კადაფის ვაჟი, ჯერ ...
აბანოთუბნის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ბოლო ეტაპზე უნიკალური ნივთები აღმოაჩინეს. მათ შორისაა საკმაოდ დიდი მოცულობის ქვევრი რომელიც III-IV საუკუნეებით თარიღდება და სხვა ადრე აღმოჩენილი ქვევრებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მისი რესტავრაცია სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს. ნაპოვნია ასევე სხვა...
აშშ უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს. ეს განცხადება აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა გააკეთა. უცხოელი ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე ფილიპ გორდონმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს საქართვე...
სომალელი მეკობრეების ყოფილი ტყვეები - ქართველი მეზღვაურები საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად გემზე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფებიან. ხომალდი სულ მალე კენიის ერთ ერთ უსაფრთხო პორტში შევა სადაც მათ ქართული დელეგაცია ელოდებათ. გატაცებული გემის ბერძენმა მფლობელმა მეკობრეებთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა და ამის შემდე...
დღეს,10 იანვარს, 19:00 საათზე, "ოპერის მეგობართა საბჭოს" მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსმენელს საღამოზე იწვევს. თეატრის ორკესტრთან დაუკრავს მსოფლიოში აღიარებული ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც...