ქარელის რაიონის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 37 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ შილდის ტყეში 7 მეტრის ხრამში გადავარდა. გოგიტა დინგიაშვილი შემთხვევის დროს საქონელს მწყემსავდა. როგორც მედიკოსები ამბობენ, მამაკაცს ქალა ტვინის ღია ტრავმა აღენიშნება. მისი მდგომარეობა მძიმეა, ა...
თბილისის მთავრობას უფლებამოსილება ენიჭება, ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აქციებისა და წილების სახელმწიფო სტრუქტურებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღოს. აღნიშნულთან დაკვშირებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა, რომელიც "საქართველოს დედაქა...
ცხინვალის რეგიონში მოქმედმა ე.წ. პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ვადიმ ბროვცეს, პასუხი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ. პარლამენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის "გენერალური პროკურორის", ტაიმურაზ ხუგაევის გათავისუფლების საკითხს მაისზე ადრე ვერ განიხილავს. ე.წ. პარლამენტმა ბროვცევს ეს პა...
საპარლამენტო უმცირესობას პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ახალი და ორიგინალური ინიციატივების მოსმენის იმედი არა აქვს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმცირესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის შემდეგ ახალი პოლიტიკური...
საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას აინტერესებს, ტელეკომპანია "იმედის" კოლექტივს, რომელიც ახლა პარლამენტშია, სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით კითხვებს რატომ არ უსვამენ. ამის შესახებ ბაღათურიამ დღეს ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელბახიანის დაკავები...
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლამდე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან კონსულტაციები გაიმართება. როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ განაცხადა, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ შიდა პროცედურებთან დაკავშირებით კარგი იქნება, თუ სპიკერ...
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ფრაქციას "ერთობა სამართლიანობისთვის" თავისი პოლიტიკური ქარი ქარიშხალი ჰგონია. ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა ბიუროს სხდომაზე გამართული დებატების დროს დიმიტრი ლორთქიფანიძის საპასუხ...
საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" პრეზიდენტის მიერ ანგარიშის დასრულების შემდეგ დებატებისთვის 30 წუთის გამოყოფას ითხოვს. როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ბიურო ადეკვატურ გადაწვეტილებას მიიღებს და "ერთობა სამ...
საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" კონტროლის პალატის ხელმძღვენელის, ნათია მოგელაძის განცხადებას პასუხობს. როგორც "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოგელაძის ბრალდებებს უკანონო უწოდა. მისი თქმით, "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ&...
ტურისტულ ზონებში "ტურისტული საწარმო" შეიქმნება. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის განმარტებით, "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილების მიხედვით, ტურისტულ ზონებში "ტურისტული საწარმო" შეიქმნება, რომელიც დაკავებული იქნება სამშენებლო საქმიანობით. ნებისმიერ მ...
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პავლე კუბლაშვილს, არასამთავრობებთან შეხვედრა დაავალა. როგორც ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ინიციატივები შესულია, როგორც პოლი...
ხვალ, 21 თებერვალს, საქართველოში გიდის საერთაშორისო დღე აღნიშნება. ღონისძიება საქართველოს ტურიზმის განვითარების ცენტრში - გიდის სახლში - 14:00 საათზე გაიმართება. საქართველოს გიდების ასოციაცია (გაგ) საერთაშორისო გიდების ასოციაციის წევრია ის 2010 წლის 21 თებერვალს დაარსდა. ასოციაცია აქტიურად თანამ...
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" თავმჯდომარის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა მხოლოდ იმიტომ შეინარჩუნეს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის დროს მისი ფრაქციის აქტივობა ჩაკარგულიყო. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც დებატებში ...
აჭარის მთავრობა ახალი საწარმოს მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, 3032,72 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული 22 606 კვ.მ. მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე იყიდება და მისი საწყისი ღირებულება 476 ათასი ლარია. საპრივატიზებო პირობების თანახმად, ინვესტორ...
"ელიტ ელექტრონიქსი" "ზამთრის კამპანიის" ფარგლებში მომხმარებელს "ბოშისა" და "გორენიეს" საყოფაცხორებო ტექნიკაზე სამ ახალ აქციას სთავაზობს. "ბოშისა" და "გორენიეს" მსხვილი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ამავე ბრე...