წინასწარი შეფასებით, 2012 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ, წინა წლის იანვართან შედარებით, 5,0 პროცენტი შეადგინა. ყოველკვარტალური სტატისტიკური გამოკვლევებით დაზუსტებული მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის IV კვარტლის და შესაბამისად, 2011 წლის რეალური ზრდის მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე ...
1-ლი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 16 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 6.3 მლნ ლარით, ანუ 0.05...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 53-ე სკოლის მოსწავლე მიხეილ ალექსიძესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის რეპლიკას ეხმაურება. განცხადების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უხეშად შეილახა არას...
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2012 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 1.0 პროცენტით, ანუ 77.0 მლნ ლარით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 7.6 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულო...
"დემოკრატიული მოძრაობის" შეფასებით, სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მორიგი პოლიტიკური ფანდია. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, პრეზიდენტის პარლამენტში გამო...
"დემოკრატიული მოძრაობა" ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებს ერთიანი ფრონტი ჩამოაყალიბონ სააკაშვილის რეჟიმის დასამთავრებლად. ეს ინიციატივა დღეს საგანგებო ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ გააჟღერა. მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტში გუშინდელი გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნა...
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ მიმართულია მშვიდობისკენ. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმა გააკეთა. "საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტში გაჟღერდა ინიაციტივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხ...
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ" ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზია დღეს გამართულ აუქციონზე გაყიდა. აუქციონზე ლიცენზიის საწყისი ღირებულ...
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის №49-ში, საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შენობა ავარიული იყო და შემთხვევის დროს საცხოვრებელში არავინ იმყოფებოდა. ცნობისთვის, შენობიდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილები ცოტა ხნის წინ გამოასახლა. სპეციალისტები არკვევენ, ...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, დღეს, ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური Fair Play-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ანდრეა ტრავერსოს მადლობის ოფიციალური წერილი მიიღო. წერილში უეფას მაღალჩინოსანი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მთლიანად ...
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში "პრეზიდენტის" თანამდებობისათვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში მოქმედი ე.წ. ცესკო ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების საინიციაროვო ჯგუფების მიერ წარმოდგ...
მთავრობა სასწავლო ვაუჩერების დარიგებას 20 მარტიდან დაიწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა 20 მარტიდან ვაუჩერებს მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ, ხოლო 5 აპრილიდან კი 1000 ლარიან ვაუჩერს ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს. „დასაქმების ნაწილზე მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის ჩემი აზრით უმნიშვნელოვა...
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პრეზიდენტის პარლამენტში გაჟღერებულ ინიციატივებს დადებითად აფასებს. როგორც მტავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა აღნიშნა, დაპირებისამებრ საქართველოს ეკონომიკა ყველა მიმართულებით იზრდება და გაწერილი გეგმის თანახმად, ეს ზრდა უფრო მაღალია. „მეც მინდა ხაზი გავუსვა, იმ პროგრესს, რომელი...
პრემიერ-მინისტრი საქართველოს მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოხსნას გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში ბევრი რუსი ტურისტი, თუ ბიზნესმენი ჩამოვიდეს, რათა მათ ადგილზე ნახონ საქართველოში გატარებული რეფორმები. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რუსი...
ირანში წარმოებულმა შესაძლო საბრძოლო მოქმედებებმა შესაძლოა კავკასიაში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და უკონტროლო საიმიგრაციო პროცესები წარმოშვას. განცხადება ამის შესახებ დსთ-ს ანტიტერორისტული კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი ნოვიკოვმა გააკეთა. "თუ აგრესია დაიწყება, ძნელი წარმოსადგენია თუ ...