ესტაკადების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიიდან აცნობეს. მერიის ინფორმაციით, 3 მარტიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება ფილარმონიის მხრიდან კოსტავას ქუჩაზე, ...
საქართველო ევროკავშირისგან სისხლის სამართლის რეფორმის განსახორციელებლად 18 მილიონ ევროს მიიღებს. შეთანხმებას ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ მოაწერეს. როგორც შეხვედრის შემდეგ ბარამიძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან ნდობი...
თბილისი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის თერთმეტი ქვეყნის წარმომადგენელს მასპინძლობს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების" ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის თერთმეტი ქვეყნის წარმომადგენელი თბილისში სემინ...
თურქეთში, ავარიის დროს უვნებლად გადარჩენილი ქართველები საქართველოში ავტობუსით დაბრუნდნენ, დაშავებულები კი თურქეთის კლინიკებში არიან მოთავსებულნი. გუშინ, უამინდობის გამო, ქოჯაელი-სტამბულის გზაზე ათი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, მათ შორის ერთი საქართველოსკენ მომავალი სამგზავრო ავტობუსი იყო. ადგილზე დაიღუპა თურქეთის...
არ მესმის რატომ უნდა შეიზღუდოს ჩემი უფლებები, თუ ამის საშუალებას კონსტიტუცია მაძლევს, - ასე განმარტა რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის მიზეზები. "კანონის და კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება ამა თუ იმ თანამდებობაზე კენჭი იყაროს. არ მესმის რატომ უნდა შეიზღუ...
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 2012 წლის სეზონი ალბანეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩითა და გამარჯვებით დაიწყო. მატჩი „მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართა და „ჯვაროსნებისთვის" საკმაოდ რთული გამოდგა, თუმცა მიუხედავად ამისა ქართველებმა 2:1 გაიმარჯვეს. ჩვენთვის, ალბანელები ყოველთვის ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რიგაში თავის ლატვიელ კოლეგას, ედგარ რინკევიჩს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ვაშაძის თქმით, მან და მისმა კოლეგამ ისაუბრეს ლატვიაში საქართველოს პრეზ...
1-ელ მარტს, იაპონელი მწერლის, ახალი იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, აკუტაგავა რიუნოსკეს (ჩოკოდო შუჯინის) დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. აკუტაგავა 1892 წლის 1-ელ მარტს ტოკიოში დაიბადა. აკუტაგავა მოთხრობები და ნოველები თარგმნილია მრავალ ენაზე, მათ შორის, ქართულად. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია კინოფი...
ფილმის - "გასეირნება ყარაბაღში 3" პრემიერა 1-ელ მარტს გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროდიუსერმა, ლევან კორინთელმა განუცხადა, ფილმზე მუშაობა უკვე დასრულებულია. "უკვე დავგეგმეთ პრემიერაც და საქართველოს კინოთეატრებში "გასეირნება ყარაბაღში 3"-ის შეფასება მაყურებელს უკვე პირველი...
1-ელ მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუში "ხელოვნების საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დიზაინერების, ანა ჩანგიანის და ირინა ბარბაქაძის თექის იმპროვიზებული ნამუშევრები. გამოფენა "გამოყენებითი ხელოვნების სკოლის" ბავშვებისთვ...
აჭარის მთავრობა "აჭარის ონკოლოგიის ცენტრის" გაყიდვას უკვე მეორედ ცდილობს. პირველ აუქციონზე ობიექტს მყიდველი არ გამოუჩნდა და ამიტომ 1-ლი მარტისთვის ჩანიშნულ აუქციონზე, სამედიცინო დაწესებულების ღირებულება 1,5 მლნ. ლარიდან 0,9 მლნ. ლარამდე შემცირდა. საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მყიდვ...
აჭარის მთავრობა ახალი საწარმოს მშენებლობისათვის ინვესტორს ეძებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, 3032,72 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული 22 606 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გასხვისება, 1-ლი მარტისთვის ჩანიშნულ პირობებიან აუქციონზე იგეგმება. ობიექტის საწყისი ღირებულება 476 ათასი ლარია. საპრ...
1-2 მარტს საქართველოს ოდესის მერი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ეწვევა. როგორც დამსაქმებელთა ასოციაციაში განმარტავენ, დელეგაციაში შემავალი ბიზნესმენები წარმოადგენენ კომპანიებს სამშენებლო, ტელეკომუნიკაციის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მსუბუქი მრეწველობის სექტორებიდან. მათი საქართველოში ...
1-ელ მარტს პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახალგორის დევნილთა რაიონულ ორგანიზაციას გახსნის. პარტიის ლიდერები შეხვედრებს გამართავენ წილკნისა და წეროვანის მოსახლეობასთან, რომელთა უმრავლესობას დევნილები შეადგენენ. უახლოეს მომავალში მცხეთა-მთიანეთის რეგიო...
1-ელ მარტს, ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, იცხაკ რაბინის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. იცხაკ რაბინი (1922-1995 წწ.) იყო ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ისრაელის მე-5 და მე-11 პრემიერ-მინისტრი, 1994 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. იგი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტმა ...