საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა მიუსამძიმრა. უნგრეთის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ ილია II ერთგულად ემსახურა როგორც ეკლესიას, ის...
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას საექსპერტო მხარდაჭერა სთხოვა ახლო აღმოსავლეთში. პრეზიდენტის თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგების შე...
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ მიუსამძიმრა. ბელარუსის პრეზიდენტი წერილში უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მან ცხოვრება მაღალ იდეალებს მი...
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინასა და აშშ-ს შორის 21 მარტს შეერთებულ შტატებში დაგეგმილ მოლაპარაკებებში. პესკომა უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა რუსეთი აშშ-სა და უკრაინას შორის მომავალ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. „არა, ეს იქნება ორმხრივი კ...
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები თითქმის იმავე პოზიციებზე არიან, რომელზეც გასულ წელს იყვნენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსებმა ვერცერთი თავდაპირველი მიზანი ვერ შეასრულეს: მათ სრულად ვერ დაიკავეს დონბასი და ვერც უკრაინის დედაქალაქი. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, დამპყრო...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პატრიარ...
შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან, სამების საკათედრო ტაძართან განაცხადა. მისივე თქმით, წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი ასევე არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასა...
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს ღრმა მწუხარება და სევდა ავსებს ჩემს გულს, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულს, რადგან დასრულდა მისი უწმინდესო...
უკრაინის მართლმადებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი (დენისკენკო) 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში იმყოფებოდა. საპატიო პატრიარქის გარდაცალებას გამ...
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი გაემგზავრება თბილისში, ილია მეორის დაკრძალვის მსახურებაზე, რათა პირადად გამოხატოს სამძიმარი მორწმუნე ერის მიმართ, – ამის შესახებ მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმიდესი ბართლომე გაემგზავრე...
აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრესსპიკერი ალი მოჰამედ ნაინი დაიღუპა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს. მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელი საჰაერო დარტყმის შედეგად ...
საქართველოს კათოლიკოს- ატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე თბილისში ვატიკანიდან ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა. ინფორმაციას Catholic.ge ვატიკანის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან: მონსენიორ...
გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რ...
ილია მეორის ხსოვნისადმი პატივსაცემად, სტრასბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ მიიღო. 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, ...
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის თქმით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს წესის აგების მსახურებაში, მღვდელმთავრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი. მისივე თქმით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში დაახლოებ...