სემეკის წევრობის კანდიდატი, დავით ნარმანია ოპოზიციას ურჩევს მის კანდიდატურაზე ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღონ. თბილისის ყოფილი მერის განცხადებით, მან ბევრი იმუშავა, თუმცა პიარზე არ იყო ორიენტირებული. „ჩვენი წინადადებები და მოსაზრებები ორი დღის წინ წარვუდგინეთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს, შ...
თურქული ავიაკომპანია Atlasglobal-ი ოდესაში სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ავიაკომპანიის მფლობელმა, თურქმა ბიზნესმენმა მურატ ერსოიმ გააკეთა. „უკრაინაში ქსელის გაფართოებასთან ერთად ჩვენ მზად ვართ ოდესაში სასტუმრო ავაშენოთ. თუმცა ჩვენ ამისათვის სამთავრობო გარანტიები გვჭი...
მასობრივი არეულობები ბოლივიაში. ლა-პასის ქუჩებში ჯანდაცვის რეფორმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
სამხრეთ კორეაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, უბედურ შემთხვევას 29 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ხანძარი გვიან ღამით ქალაქ ჯეჩეონში მდებარე გაზის ქარხანას გაუჩნდა, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვა. შენობა ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა.
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა გროზნოს პოლიციის უფროსად თავისი ნათესავი დანიშნა. ამის შესახებ ბიბისის რუსული სამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის პოლიციას 26 წლის ხას-მაგომედ კადიროვი უხელმძღვანელებს. მანამდე ის პრეზიდენტის თანაშემწე იყო, ბოლოს კი ნარკოდანაშაულთან ბრძოლის განყოფილებას ხელმძღვანელობდა....
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს. როგორც მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მზად არის, ხალხს დაუბრუნოს დაკარგული დემოკრატია. “ბევრი ვიფიქრე, როგორ მიმელოცა ჩემი ხალხისთვის ახალი წელი და ეს ბრწყინვალე დღესასწაულები. დღეს იმაზე დიდი მილოც...
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალდანიშნული წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კაუპო კანდი მიიღო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, ჰააგის სასამართლოსთან კოორდინაციაში ჩართული უწყებების − შინაგან საქმეთა სამინისტრო; თავდაცვის სამინისტრო; ოკუპირებული ტერ...
“უკვე ჩანს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ძირი რაც უფრო ულპება, მით უფრო უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ზოგიერთ წარმომადგენელს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის ზოგიერთი წევრი კიდევ ცდილობს, რომ წინ გაიჭრას და მიხეილ სააკაშვილ...
ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრები ეკა წამალაშვილი, ხატია დეკანოიძე და ტელეკომპანია “იბერიას” თანამშრომლები. ”სიურპრიზი იყო ჩემთვის, როდესაც დავ...
პერუს პრეზიდენტი იმპიჩმენტს გადაურჩა. ერთპალატიანმა პარლამენტმა პედრო კუჩინსკისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა. იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად 87 ხმა იყო საჭირო, თუმცა კუჩინსკის გადაყენებას ხმა მხოლოდ 78-მა დეპუტატმა მისცა. პერუს პრეზიდენტს კორუფციულ გარიგებებში ედება ბრალი, რასაც ის...
კუბის მოქმედი ლიდერი თანამდებობიდან 2018 წლის აპრილში გადადგება. რაულ კასტროს თქმით, ხელისუფლებაში ყოფნა ორი საარჩევნო ვადით უნდა განისაზღვრებოდეს. „როდესაც სახალხო ხელისუფლების ეროვნული ასამბლეა შედგება, მაშინ დასრულდება ჩემი მმართველობის მეორე ვადა და ჩემთვის ხელისუფლების სათავეში ყოფნის ბოლო მანდატი. ამი...
ფილიპინების სანაპრო დაცვამ 252 ადამიანი გადაარჩინა. გემი ზღვაში გასვლიდან ერთ საათში ძლიერ ღელვაში მოხვდა და კატასტროფა განიცადა. სამაშველო სამუშაოები კატასტროფის ადგილას გამთენიისას შეწყდა. ვრცელდება ინფორმაცია 6 ადამიანის დაღუპვის შესახებ, რაც ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე ქალი, ავტომანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულ...
საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი რ.ა. 2009 წელს ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 2014 წლის 20 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე&n...
ამერიკის ვიცეპრეზიდენტი დაუგეგმავი ვიზიტით ავღანეთს ეწვია. მაიკლ პენსმა ამერიკელი სამხედროები მოინახულა და განაცხადა, რომ ისინი ავღანეთში მანამდე დარჩებიან, ვიდრე ტერორიზმის საფრთხე ბოლომდე არ აღმოიფხვრება. ამერიკის ვიცეპრეზიდენტი ავღანეთის მთავრობის წევრებსაც შეხვდა.