ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკვე სამი თვეა ახალშობილებისთვის აუცილებელი აცრებისთვის ვაქცინების მათ შორის ბცჟ-ს [BCG ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა] დეფიციტია, რის გამოც სამშობიაროებიდან უკვე 100-მდე ახალშობილი გაეწერა აცრის გარეშე, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადაოებრივი მაუწყებელი საინფორმაციო სააგენტ...
ჩვენ შევაჩერებთ ისლამურ ექსტრემიზმს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე განაცხადა.მისი თქმით, აშშ ისლამურ ექსტრემიზმს არ მისცემს მას შესაძლებლობას, დაატეროროს ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო.„ჩვენ შევაჩერებთ ისლამურ ექსტრემიზმს, რადგან ჩვენ არ შეგვ...
ჩვენი სამომავლო გეგმა პარლამენტის შემდგომი გაძლიერება, კანონშემოქმედებითი პროცესის ხარისხის ამაღლება და ჩვენი საზედამხედველო ფუნქციის უკეთ განხორციელებაა, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.მისი თქ...
„ევროპელი პარტნიორებისთვის გვაქვს ერთი მთავარი გზავნილი: იმის პარალელურად, რომ მაღალია დაბრკოლებები და კედლები, აუცილებელია კიდევ უფრო ძალისხმევა ნდობის აღდგენისთვის“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავში...
„შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგენა. მოძრაობის სახელით, სამგორში ზვიად გელაშვილი იბრძოლებს. პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ისაუბრეს ქალაქის მართვის სისტების მოდერნიზაციის შესახებ. მა...
თბილისში, გლდანის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები და-ძმა არიან. ისინი დაახლოებით 60 და 70 წლის ასაკის იყვნენ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ, თუმცა...
საქართველოს მთავრობა კანადაში, ოტავას ცენტრალურ უბანში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი თავისუფლების მემორიალის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელზეც გამოსახული იქნება 1917 წლის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მომხდარი მოვლენები. აღნიშნულთან დაკავშირებით, კანადაში საქართველოს ...
კონსენსუსის რაღაც ახლებური განმარტებაა, როცა უმრავლესობა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და ვინც მოსახლეობამ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად აირჩია, პროცესს უნდა გამოეთიშოს და ვიღაცამ სხვამ, სადღაც კონსტიტუცია უნდა დაწეროს, როცა ამის არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვ...
დღეს შედგა კონსენსუსი 20 პოლიტიკურ პარტიას შორის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. პრეზიდენტი მადლობას ...
2017 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1000.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (700.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (554.1 მლნ. აშშ დოლარი).
მსოფლიოს 142 სახელმწიფო გაეროს რეფორმირებას ეთანხმება. მათ შორის არიან აშშ, ბრიტანეთი, გერმანია და იაპონია. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება“ გაეროში აშშ-ის დიპლომატიური მისიაზე დაყრდნობით წერს. სახელმწიფოები, რომლებიც მიემხრნენ რეფორმებს, მოუწოდებენ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს სათა...
თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი მტკვარში გადახტა. მაშველებმა მისი წყლიდან ამოყვანა რამდენიმე წუთში მოახერხეს. ამჟამად, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
ბათუმში, საბაგიროსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსირულე 4 ახალგაზრდას დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვენეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი, 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაი...
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში 300 დეპუტატის შეყვანას გეგმავს, რომლებიც მისი თქმით, გააკეთებენ რეფორმებს და წავლენ პოლიტიკიდან. ,,შევკრებთ 300 ნორმალურ სპარტელ - დეპუტატს, რომლებსაც უმრავლესობა ექნებათ უმაღლეს რადაში, რომლებიც ხალხთან ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომ ისი...
ფონიჭალაში, გიგანტის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც საზოგადოებრივი წერს, სამართალდამცველები ერთ-ერთ სახლში ნარკორეალიზატორის დასაკავებლად არიან მისული. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.