აპირებთ თუ არა ახლა, გააგზავნოთ მოთხოვნა საერთაშორისო კომპანიაში, რომ სცადოთ იმ ჩანაწერების ამოღება, რომელიც შესაძლოა, წაშლილია?, - ამ კითხვით მიმართა შს მინისტრს, გიორგი გახარიას, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გიგა ბოკერიამ. „დღესვე გავაგზავნი და იქიდან მოცემულ ინფორმაციას, როგორც კი მივიღებ, იმ წუთშივე თქვენ გამოგიგზავნით“, - უპასუხა გახარაიამ.
ამ წუთში, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე პასუხობენ.