კირკუკში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელშიც ქურთები და არაბები მონაწილეობდნენ. მათ ხელისუფლების ზეწოლა ზეწოლა დაგმეს და ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას დაუჭირეს მხარი. რეფერენდუმის ჩატარებას ქურთები 25 სექტემბრისთვის გეგმავენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ოპოზიციასთან ერთად შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეთანხმებული ვარიანტი გააცნო, რომელიც დღეს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და გასაჯაროვდა. საქართველოს პრეზიდენტმა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ...
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს."19 სექტემბერს, მექსიკაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომელმაც იმსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი და გამოიწვია საგრძნობი მატერიალური ზარალი. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობა თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და ...
პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელური ვერსიის შემუშავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროცესის მიზანი თანხმობის და კონსოლიდირების ნაცვლად, კონფრონტაციული ველის შექმნაა. „განსაკუთრებით საყურად...
საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და შვედეთის საგარეო უწყებებმა მინისტრების მისალოცი წერილები გაცვალეს. წერილში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შვედ კოლეგას საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობ...
გაზის ტარიფი მნიშვნელოვნად გაძვირდა მთელ საქართველოში. მოსალოდნელია ელ.ენერგიის გაძვირებაც, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილშმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა.მისი თქმით, გაზის ტარიფი საგარეჯოში 17 თეთრით, გურჯაანში 13, დუშეთში 16, ყაზბეგში 17, გორში 11, ზესტაფონში 14, გურიასა და ...
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, სტეფანწმინდაში „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე აშენებული ახალი საჰაერო გადასასვლელი მოინახულეს. ,,ეს არის უნიკ...
უამინდობა ინდოეთში. მუმბაის ტროპიკულმა შტორმმა გადაუარა. ძლიერ ქარს თან კოკისპირული წვიმაც დაერთო, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. უამინდობის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა. გადაიდო ათობით ავიარეისიც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
როჯერ ფედერერი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელია. ამის შესახებ გამოცემა FORBES იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფედერერის შემოსავალმა 64 მილიონი დოლარი შეადგინა.
ლიონელ მესიმ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. პრიმერა დივიზიონის მორიგ ტურში, "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ეიბარი" 6:1 დაამარცხა, არგენტინელმა ფორვარდმა პოკერი შეასრულა. მეორე გოლი მისთვის "ბარსას" მაისურით "კამპ ნოუზე"გატანილი საიუბილეო მე-300 გოლი გამოდგა.
თბილისში, პარლამენტის წინ, სადაც "პატრიოტთა ალიანსის" წევრები შიმშილობენ, ჭამა-სმის პერფორმანსი გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორმა ლუკა გვაზავამ „ჯი-ეიჩ-ენ“-ს განუცხადა, მსგავსი პერფორმანსი ლიტველებმა გამართეს, სადაც საქართველოს და უკრაინის ოკუპაცია გააპროტესტეს. მისივე თქმით, დღეს "პატრი...
ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საავიაციო ფლოტს 500 თვითმფრინავამდე გაზრდის, რომლის 25%-ით გრძელმაგისტრალური იქნება. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, არსებული კონტრაქტებით, ახალი თვითმფრინავების დამატება 2020 წლის ბოლომდე მოხდება, ხოლო 2020 წლის შემდეგ კომპანია თვითმფრინავებს ახალი კონტრაქტებ...
მიხეილ სააკაშვილი დღეს ქალაქ დნეპრის მოსახლეობას შეხვდება. ამის შესახებ მისი პარტია ”ახალი ძალების მოძრაობა” იტყობინება. ”20 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი დნეპრში შეხვედრაზე გელოდებათ. შეხვედრა ევროპის მოედანზე 18:30 საათზე დაიწყება. შემოგვიერთდით!” - ნათქვამია განცხადებაში....
თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, იწვის ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე. ადგილზე მუშაობს 3 სამაშველო ჯგუფი - 15-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. მათივე ცნობით, ცეცხლი დაჭერილია და გავრცელება მოსალოდნელი არ არის. მიმდინარ...
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა - აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ირინა ფრუიძემ ინიციატივით მიმართეს საქართველოს პარლამენტს ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების თაობაზე, - ამის შესახებ "ნარკოპ...