აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც რეგიონულ დონეზე წარმატებული თანამშრომლობითაც გამოიხატება. ბათუმი და ქობულეთი დ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ა., 1997 წელს დაბადებული ო.ბ., 1998 წელს დაბადებული თ.დ...
ქედაში ავტოავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა რკინის მილს შეეჯახა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 10 წლის მოზარდი და ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაიყვანეს....
2 ნოემბერს თიბისის მხარდაჭერით თბილისი მოლში თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებისა და ტექნოლოგიების 3 დღიანი ფესტივალი დაიწყება. ფესტივალის მიზანია საქართველოში ანიმაციისა და კომპიუტერული თამაშების განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიებები 4 ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ანიმაციური ფილმების საბავშვო ფესტივა...
მოსამართლემ ის გარემოება უფრო გაითვალისწინა, რომ საქმეზე განსაკუთრებულად დიდი საზოგადოებრივი ინტერესია, ვიდრე საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გ.ჯ.-ს ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სააპელაციო სასმართლოს მიერ დღეს, ბრა...
ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.ცესკო გავრცელებულ განცხადებაში არჩევნების შესახებ გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ განმარტავს."პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გა...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს სამხრეთ კორეიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ. ინფო-ტურის ფარგლებში 11 კორეელი ტუროპერატორი საქართველოს სხვადასხვა მხარეში იმყოფებოდა. ტუროპერატორები საქართველოს კურორტებს და ქვეყნის ...
ეს არ იყო არც კანონიერი გადაწყვეტილება და არც დასაბუთებული. სასამართლოს არ ჰქონდა არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ძმები კალანდიების მეორედ დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა, - ასე ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული არასრულწლოვნის, ...
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, გამწვანების სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, N17-19 კორპუსების მიმდებარედ მოწყობილ სკვერში დენდროლოგიური სამუშაოები დაიწყო. გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 40 ძირი დეკორატიული მცენარე უკვე დაირგო. რეკრეაციულ ს...
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ დაყენებული ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მათ შორის, საქალაქო სასამართლოში უკვე დაკითხული ძმები კალანდიების ხელახლა დაკითხვის შუამდგომლობა, ასევე ახალი პირის დაკითხვისა და საპროცესო დოკუმენტების დართვის შუამდგომლობა. "ბრალდების მხარემ სასამართლოდი დააყ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის პარტია „ქართულ ოცნების“ ცენტრალურ შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის შტაბს კი, თბილისის მერი კახა კალაძე უხელმძღვანელებს. ცნობისთვის, დღეს „ქართულ ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შემთ...
1 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7170 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7203 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.33 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0900 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0848 ლარს შეადგენდა.შ...
24 ნოემბერს, თბილისში საერთაშორისო ციფრული კონფერენცია „Touch Digital Summit“ გაიმართება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება საქართველოში მესამედ ჩატარდება. Touch Digital Summit-ის მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. კონფერენციას Google, Phi...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა დააკავა. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი...
Wyndham Hotels & Resorts-მა, მასპინძლობის სექტორის უმსხვილესმა მოთამაშემ, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროთი არის წარმოდგენილი, დააანონსა უახლოეს მომავალში საქართველოს დედაქალაქის შუაგულში ახალი ობიექტის, Wyndham Grand Tbilisi-ის გახსნა. საუკეთესო ადგილას მდებარე სასტუმრო 2019 წლის იანვარში ...