სამწუხაროდ, პროტესტის ფორმა გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სიტუაციის უმართაობამ სამართალდამცველები აიძულა, მიემართათ მკაცრი ზომებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, სამართალდამცველებს ევალებათ სახელმწიფოს დაცვა საფრთხისგან.
„თუმცა ეს ვერანაირად ვერ ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რამდენიმე წუთში ვინახულებ საავადმყოფოებში. საჭიროა თითოეული შემთხვევის მიუკერძოებელი გამოძიება და კანონის ჩარჩოებში რეაგირება. რა თქმა უნდა, ჩემი გულისტკივილის გამოხატვა სრულიად არ არის საკმარისი ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.