"ნუ გვიპაჭუნებთ თვალებს, აღარ ვბოლდებით" - ასე მიმართა მმართველ გუნდს აქციიდან პოეტმა პაატა შამუგიამ.
მისი თქმით, გუშინ, აქციის დაწყებისას, პროტესტის დასასრულებლად ნორმალური შედეგი იქნებოდა ირაკლი კობახიძის გადადგომა, რომელსაც პასუხისმგებლობა რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში შეშვებაზე ეკისრებოდა, მაგრამ აქციის დარბევის შემდეგ დგება სამართალდამცველი უწყებების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი.
პაატა შამუგიას თქმით, უნდა გადადგეს როგორც გახარია, ასევე გომელაური.
„გადმოაგდეს ორი ბარტყი, მათი ყოფნა არ ყოფნა აბსოლუტურად არაფერს ცვლის პოლიტიკუს სცენაზე. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ კობახიძის მოხსნა იყო ნორმალური შედეგი. მას შემდეგ, რაც არათუ კობახიძე არ მოხსნეს, საქართველოს მოქალაქეებს დაერივნენ, ნადირობა გამოაცხადეს საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა კაფანდარა გოგო-ბიჭებს დაერივნენ, ისინი გაურბოდნენ სისხლმოწყურებული სპეცრაზმელებს, რომელთაც არ ვიცი, რა დავალება გქონდათ ასეთი თქვენი დედა ვატირე, რომ საკუთარ მოქალაქეებს წიხლით შედეგით. ერთადერთი მოთხოვნა რაც შეიძლება დღეს ჰქონდეს, ნორმალურ პასუხისმგებლობის მქონდე ადამიანის, არის ეს - გადადგეს ყველა ძალოვანი მინისტრი! არამხოლოდ გახარიამ, მიჰყვეს თავისი გომელაური. ნუ გვიპაჭუნებთ თვალებს, აღარ ვბოლდებით,“-განაცხადა შამუგიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.