„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით „ღირსების მარში“ ჩატარდება, თუმცა მოგვიანებით. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდის“ დროებით გადადების გადაწყვეტილემა მიიღეს და მთელი გუნდით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეურთდნენ.
„ღირსების მარში არ გაუქმებულა. ჩვენ უნდა გადავდოთ „თბილისი პრაიდი“ საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამო. ჩვენი გუნდი უერთდება მიმდინარე აქციას“,- დაწერა „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამაზ სოზაშვილმა მიკრობლოგ „ტვიტერში“.