პარლამენტმა 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. გადაწყვეტილება 88 ხმით იქნა მიღებული. ცვლილებების წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა. შეგახსენებთ, რომ ცვლილებების თანახმად დამტკიცებული ბიუჯეტი 87.7 მილიონი ლარით იზრდება. პროექტში სახელმწიფო ბ...
"ქრისტიან-დემოკრატები" დევნილ ნანა ფიფიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ. ამ ფაქტის გამო ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ, "ქრისტიან-დემოკრატების" წ...
ლაგოდეხში, სოფელ კაბალში მდებარე "კაბალჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 15 ჰექტარამდე ტყის მასივი იწვის - ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა მერაბ შათირიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ცეცხლი ძირს დაყრილ ხმელ ხეებს და ფოთლებს უკიდია, ...
საქართველოს ქალთა პარტია "სამართლიანობის და თანასწორობისათვის" მხარს უჭერს სახალხო კრების იდეას. "საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დროებით დაკარგულია, , არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია, ამომრჩეველთა უფლებები იგნორირებულია, ხელისუფლება უზურპირებულია ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ, არ არსე...
"წარმომადგენლობითი სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მეტროსადგურ "თავისუფლებასთან" მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართეს. მათ აქციაზე მისულ ადამიანებს 25 ნოემბერს "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" მხარდამჭერთა გაფართოებულ საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს. "25 ნოემბე...
საქართველოს ეკონომიკური წარმატების თეზისი საგარეო დახმარების ეფექტურად გამოყენებაში მდგომარეობს. ამის შესახებ წერს ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი. "კომერსანტში" გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "რით განსხვავდება რუსეთი საქართველოსგან" ავტორი აღნიშნავს, რომ საქარ...
სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ორტვინ ჰენინგს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ სახალხო კრების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გერმანიის ელჩს იმ დაბრკოლებების შესახებ ესაუბრნენ, რომელსაც ხელისუფლება სახალხო კრებას უქმნის. "კერძ...
ეროვნული ფორუმი მზად არის 25 ნოემბერს დაგეგმილი სახალხო კრება წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფთან ერთად ჩაატაროს. შესაბამისი განცხადება დღეს ვერის პარკში მდებარე საკალათბურთო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული კრების ჩატარე...
დღეს, 19 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერიამ. მემორანდუმის მიზანია იურიდიული გა...
რამდენიმე რეგიონის შემდეგ ხანძარმა სამეგრელოც მოიცვა. ჩხოროწყუს რაიონში ცეცხლი სათიბში გაჩნდა . არსებობს საშიშროება, რომ ალი ტყის მასივსაც გადაედება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ხანძარი მიუვალ ადგილასაა. მოხალისეთა ჯგუფები ცეცხლის ლოკალიზებას დღეს დილიდან ცდილობს. თელავის რაიონის სოფელ ლეჩურის ტყეში კი ხანძრ...
საზოგადოებრივი მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფიას გარდაცვალების გამო. ფიფიამ 27 ოქტომბერს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან თავი დაიწვა და 22 დღიანი მკურნალობის მიუხედავად დამწვრობის ცენტრში გუშინ გარდაიცვალა. რო...
ვენის სასამართლოს ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დაკითხვა სურს. საქმე 2009 წელს წარმოშობით ჩეჩენი უმარ ისრაილოვის მკვლელობის გამოძიებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანც-პრესი" ავრცელებს. წარმოშობით ჩეჩენი 36 წლის უმარ ისრაილოვი ვენაში 2009 წლის იანვარში მოკლეს, მისი სასამართლო პროცესი ავსტრ...
19-21 ნოემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებისათვის სასტუმრო `ამბასადორში~ ჩატარდება ტრენინგი ,,ადამიანის უფლებათა უნივერსალური და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ". ტრენინგის მთა...
ოსი სეპარატისტები ედისი-ცხინვალის წყალსადენზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებით უკმაყოფილონი არიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციი კომიტეტი ავრცელებს. ედისი-ცხინვალის წყალსადენით ცხინვალი სასმელი წყლით მარაგდება და მასზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღია სააქციო საზოგად...
30 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ "Red Bull"-ის შეჯიბრების ნახევარფინალი გაიმართება. ნახევარფინალური შეხვედრები დაგეგმილია 24 ნოემბერს, 12:00 საათზე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე და 25 ნოემბერს, 12:00...