პესიის მოცულობის ზრდა არ შეესაბამება რუსეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ მიზნებს. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ კუდრინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს არ აქვს საკმარისი ფული, რათა თუნდაც დღევანდელ დონეზე არსებული პენსიები გაისტუმროს _ "საპენსიო ფონდის დეფიციტი ერთ ტრილიო...
დღეს 12.00 საათზე თბილისის საკრებულოში ,,რესპუბლიკური პარტიის" წევრი თინათინ ხიდაშელი ბრიფინგს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი დასუფთავების სამსახურის პრობლემებს გამოეხმაურება.
დღეიდან სეპარატისტულ აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის აღწერა იწყება. აღწერა 28 თებერვალს დასრულდება. "აფხაზეთში მოსახლეობის აღწერა, გაეროს მიერ გამოცხადებული მსოფლიოს აღწერის ფარგლებში ტარდება", _ განაცხადა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სტატისტიკის მმართველმა ზოია ავიძბამ. მისივე ინფორმაციით, და...
დიდთოვლობაა თიანეთში. ამ დრომდე ჩაკეტილია არტანის საკრებულოს რამდენიმე სოფელთან მისასველი გზები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. გზების გაწმენდა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დიდთოვლობის გამო მოწყვეტილია დუშეთის ორი თემი_უკანა ფშავი და ჭონქაძის თემი, რომლის მოსახლეობაც ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ...
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბილიოთეკაში ნოდარ გრიგალაშვილის წიგნის - "თანამდევი სული (ილია და მისი ეპოქა)" პრეზენტაცია გაიმართება. ორტომეულში ავტორი დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით დეტალურად ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და, ზოგადად, ილიას ეპოქას აღწერს. ავტორი მკითხველს დღემდე უ...
დღეს, 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისრაელის მოქალაქეების რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება, რის შემდეგაც დაცვის მხარე წარმოადგენს მოწმეებს. უნდა...
სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის მეუღლეს ელდარ დავითიანს, რომელიც სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. მას ნარკოტკების შენახვა-შეძენა ედება ბრალად. დავითიანის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ცნობისთვის, ბაბუცა გორდა...
ს/ს კახეთის ენერგოდისტრიბუციის ლაგოდეხის სერვის-ცენტრის მონტიორს 38 წლის ნუკრი არევაძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. როგორც "ჰერეთი ნიუსი" იუწყება, ნუკრი არევაძე ქალაქ ლაგოდეხში ცხოვრობდა. შემთხვევა სოფელ ვარდისუბანში მოხდა. ნუკრი არვაძე უამინდობ...
დაღესტანში, ხასავიურტის რაიონში, მორიგი სპეცოპერაციის დროს ერთი მებრძოლი დაიღუპა. იგი ეჭვმიტანილია წინა ღამით მომხდარ თავდასხმაში, რომლის დროსაც დედა-შვილი დაიღუპა, ხოლო 6 წლის ბავშვი მძიმედ დაიჭრა. ძალოვანებს რამდენიმე საათის განმავლობაში ალყაში ჰქონდათ მოქცეული სახლი ის სახლი, სადაც დაღუპ...
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში რეორგანიზაცია იგეგმება.როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუმარტა, ცვლილებების თანახმად ერთმანეთისგან მკვეთრად გაიმიჯნება ბუნებრივი რესურსების მართვა და გარემოს დაცვა საკითხები, რის შედეგადაც გაჩნდება ორი ახალი სახელწოდების სამინისტრო - ...
ლიბიის ლიდერის მუამერ კადაფის შვილმა ალ-ისლამმა ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. მოწოდების მთავარი საკითხები ქვეყანაში ლიბერალური კანონების შემოღება, ოპოზიციასთან დიალოგის გამართვა და სამოქალაქო ომის საფრთხეა. სეიფ ალ-ისლამმა ასევე უარყო ინფორმაცია მუამერ კადაფის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით...
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებსა და გარემოებებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დასკვნით დოკუმენტს წარადგენს. დეპუტატები კი მას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გაეცნობიან. 363 გვერდიან დასკვნას პროკურატურისთვის სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ...
დღეს, 21 თებერვალს, 15.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ, "ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები" გამართავენ აქციას და საქართველოს კანონს "პოლიციის შესახებ" გააპროტესტებენ. "ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების" ადამიანის უფლების შელახვად მიიჩნევენ კანონის მე-9 პრიმა მუხლს, რ...
დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პარლამეტის ბიუროს სხდომაზე გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი გავა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა. ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე ასევე მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზე გასატან საკითხებსაც დაამტკიც...
დღეიდან, 21 თებრვლიდან, ისრაელის საელჩო საქართველოში მუშაობას განაახლებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საელჩომ მუშაობა დროებით, "ტექნიკური გაუმართაობის" გამო შეწყვიტა. "საელჩოს დახურვის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ეს დროებითია....