"ვინც ფუნდამენტურად ებრძვის ვარდების რევოლუციის იდეას, ის ქვეყანას საბჭოთა კავშირში მიათრევს", - ამის შესახებ რონალდ რეიგანის ძეგლის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"მიგვათრევს იქით, საიდანაც ჩვენმა ქვეყანამ დააღწია თავი. მაგრამ საქართველოში, განსხვავებით ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან, დიდი ცვლილება მოხდა მენტალიტეტში, გამოიცვალა საზოგადოებრივი ურთიერთობები, გამოიცვალა გარემო, არქიტექტურა, ხალხის მოქმედების სტილი, ჩაცმის სტილი. ახალგაზრდებს ვერავინ დააბრუნებს უკან, რადგან ისინი ცხოვრობენ თავისუფალ ქვეყანაში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.