საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ. შეიხ-ალ-უვ-ისლა...
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. "რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ფრანგი მსახიობისათვის ჟერარ დეპარდიესათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შ...
შპს ,,თბილსერვისჯგუფის" გენერალური დირექტორი თორნიკე შიოლაშვილი მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გამო. ,,მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო", -განაცხადა შიოლაშვილმა. შეგახსენებთ, რ...
სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მრევლს პატრიარქისთვის აღსაყდრებიდან 35 წლისა და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მილოცვა შეეძლება. ახალგაზრდულ ცენტრში მრევლის მიღება 18:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ილია მეორეს ხვალ, 80 წელი უსრულდება. Aამ თარიღთან დაკავშირებული დაგეგმილ ღონისძიებ...
პრეზიდენტს ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერის ვადა ხვალ, 4 იანვარს დღის ბოლოს ეწურება. იმ შემთხვევაში თუ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მიხეილ სააკაშვილი ხელს ისევ არ მოაწერს ამ პროცედურას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი განახორცილებს და კანონი ძალაში შევა. როგორც ჟურნალისტებთან სასჯ...
თბილის მერი გიგი უგულავა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ გიორგი თექთუმანიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. შეგახსენებთ, რომ თბილისში , 2013 წლის 02 იანვარს, დაახლოებით, 01:15 საათზე, შეშელიძის ქუჩაზე , №31 ელგანათები...
ჰელმანდში, საქართველოს პრეზიდენტის ბაზა შუკვანზე ყოფნისას, ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა, - აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცლებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სპეცკავშირის საშუალებით იმ საგუშაგოებს დაუკავშირდა, რომლებსაც თალიბების თავდასხმი...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს კიევში ელიან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარას ინფორმაციით, ლავროვის ვიზტი უკრაინაში 13-14 იანვარს შედგება. მისივე თქმით, ლავროვის ვიზიტისას უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ას...
საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლეონ პანეტამ ღრმა მწუხარება გამოთქვა ISAF-ის მისიაში სერჟანტ გიორგი კიკაძის გარდაცვალების გამო და ქართველ კოლეგას პირადად სთხოვა, აშშ-ის მთავრობის სახელით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ...
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის დეკემბერში ბიუჯეტი 10.7 მლნ.ლარის გადაჭარბებით შესრულდა. უწყებაში განმარტავენ, რომ დეკემბრის ბიუჯეტი, 680,4 მილიონი ლარით შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესრულებამ 101.6 %-ი შეადგინა. „2011 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელი შეადგენდა 670.9 მილიონ ლარს. 2012 წლის დეკემ...
2013 წლის 3 იანვარს, 06:05 საათზე, №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა 1965 წლის 29 სექტემბერს დაბადებული, მსჯავრდებული გ.ს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატი...
რეგიონებსა და თბილისში, 20-მდე სახვადასხვა ჩასახლებაში მცხოვრებმა დევნილმა მოსახლეობამ „აფხაზეთის ინვალიდ ბავშვთა კავშირისა" და დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული მიიღო. „აფხაზეთის ინვალიდ ბავშვთა კავშირში" 1150 ბავშვია გაწევრიანებული. მათი უმრავლესობა ...
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2012 წლის მესამე კვარტალის ბოლოს -15.1 მლრდ აშშ დოლარი (-25.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს -2.0 მლრდ აშშ დოლარით (-3.3 მლრდ ლარით) აჭარბებს. წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გასული პერიოდის ანალოგიურ ...
,,თუ გავიხსენებთ რა ტექსტი უძღოდა ხუთპუნქტიან შეთავაზებამდე პრეზიდენტის განცხადებას, ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია ამ გეგმის გულწრფელობა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ, პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის შეთავაზებული ხუთპუნქტიანი გე...
2012 წლის დეკემბერში,ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ -0.3 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი და ტრანსპორტი. სურსათი და უალკოჰოლო...