საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხ...
ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას იკვლევს, - ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები მტკიცედ ...
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით ...
საქართველოს მელიორაციამ დმანისის მუნიციპალიტეტში 7 მლნ ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდა და მონოლითური რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთდა კაშხლის ფერდი, მოეწყო ტალღამრიდის დამცავი რკინაბეტონის 1200 მეტრი სიგრძის კედელი, წყალსაცავის სარეგულაციო კოშკზე დამონტაჟდა ელექტროგანათების და ელექტრ...
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა. „საქართველოს მთავრობის მეთაურს ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა. ირ...
რამდენიმე რუსმა დიპლომატმა, რომლებიც ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ექსკურსანტთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ, ლორდთა პალატის შენობაში შეღწევა მოახერხეს. ამის შესახებ The Guardian იუწყება. გამოცემის ცნობით, ინციდენტი 2024 წლის დეკემბერში მოხდა. The Guardian-ის ინფორმაციით, ინციდენტი ბრიტანეთის პარლამენტში ექ...
ნიდერლანდები უკრაინას 27 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა კიევში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა. 20 მილიონი ევრო მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებას, რომელიც სერიოზულად დაზიანდა რუსეთის თავდასხმების შედეგად. თანხ...
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, გააძლიერონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა მას რუსეთთან მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიცია ჰქონდეს. ამის შესახებ სტარმერმა Politico-თან ინტერვიუში განაცხადა. სტარმერმა აღნიშნა ევროპელი მოკავშირეების ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრისას განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის არის საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, დღ...
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ ისრაელმა, „ჰამასმა“, შეერთებულმა შტატებმა და კატარმა ხელი მოაწერეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას. როგორც Jerusalem Post-ი ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, პრემიერ-მინისტრი &n...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდე...
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, - ამის შესახებ წერს ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ. ლაშა გაბიტაშვილის წერილს სოციალურ ქსელში მისი ცოლი ავრცელებს. &...
"საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, რადგან დიქტატორობის მსურველმა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა," - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. "საქართველო და აშშ ღირებული პარტნიორები არიან. საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ემ...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ეხმიანება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ აშშ "მკაცრად გმობს" საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას, მათ შორის, იგი ახსენებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას. "ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობ...