,,ლაზიკას პორტის მშენებლობის შეჩერება მაწუხებს", _ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხდა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის შეჩერებით მას კი არ გაუხეთქეს გული, არამედ ათობით ათას ადამიანს დაუხშეს დასაქმების პერსპექტივა. ,,დღეს ვითარება ასეთია: პუტინის რუსეთი სულ უფრო სუსტდება. ფიქ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობები, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც შ...
კახეთში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა გურჯაანის რაიონის ხუთი სოფელი დააზარალა. სტიქიის შედეგად, სახლების პირველი სართული დაიტბორა. განადგურებულია ვენახები და ხეხილის ბაღები, დახოცილია შინაური ფრინველი, დაზიანებულია სახლების სახურავები და სოფლის შიდა გზები. წვიმამ კოლაგის ხევის ადიდება გამოიწვია, რ...
მიანმარიში უბედური შემთხვევის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათეულობით ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. "ბიბისის" ინფორმაციით ქვეყანაში მოსალოდნელი ციკლონის მოახლოებასთან დაკავშირებით ათასობით ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო, როდესაც გადამზიდი ნავი წყალში გადაბრუნდა და მასზე მყოფი მოქალაქეები დაიღუპნენ. ...
სამართალდამცავებმა კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი ნაწილი ამნისტიით არის გათავისუფლებული. როგორც დაკავებულთა ადვოკატები განმარტავენ მათი დაცვის ქვეშ მყოფები შსს სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლებში დილის ხუთ საათზე აიყვანეს. სავარაუდ...
ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სამ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს. ნიგერიის ხელისუფლება ექსტრემისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის" ბოევიკების მოსალოდნელ იერიშებს უფრთხის. „მე ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობა...
ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა ადამიანებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი, რომელთაგან 4 სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ ბი-ბი-სის სკოტლენდ-იარდის პრეს-მდივანმა რიჩარდ ჯონსმა განუცხადა. ეჭვმიტანილებთან ერთად დააკავეს რუსი, ლატვიელი და ბულგარელი 9 ქალი , რომლებიც, სავარაუდოდ, ბრიტანეთში ჩამოიყვანეს, როგორც...
13 მაისს, ავღანეთში მომხდარი დღემდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმისას, 42-ე ბატალიონის ქართველმა სამხედროებმა ვაჟკაცობის მაგალითი და უდიდესი პროფესიონალიზმი გამოავლინეს. თავდასხმის შედეგად 27 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. 10 მათგანი დღეს უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას. არცერთი მათგანის სიცოცხ...
თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ სირიის საზღვართან ქალაქ რეიჰანლში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორებმა შემსრულებლებს 130 ათასი თურქული ლირა გადაუხადეს, რაც დაახლოებით 72 ათასი ამერიკული დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ჰარიერი ავრცელებს. ძიებამ ასევე დაადგინა, რომ ტერო...
დღეს, 15 მაისს 20.00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება გამოჩენილი ქართველი პიანისტის, პედაგოგის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საქართველოს სახალხო არტისტის - თ.ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის საზეიმო გახსნა. თენგიზ ამი...
ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ერიკ ჰოდლერის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების მიერ სააგენტო „ასოშიეითიდ პრესის" ჟურნალისტების სატელეფონო ზარების შესახებ მონაცემების ამოღება გამოწვეული იყო ინფორმაციის გაჟონვით, რაც საფრთხის ქვეშ აყენებდა ამერიკელების სიცოცხლეს. ინფორმაციას ამის შე...
დღეს,15 მაისს, 11 საათიდან 16 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 14 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება: თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე რკინიგზის საავადმყოფოს ნაწ...
დღეს, 15 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია, რომლის თემატიკა ხელოვნების საკითხებს უკავშირდება. კონფერენცია თავს მოუყრის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, კონსერვატორიის, ტექნიკ...
დღეს, 15 მაისს, მსოფლიოში ოჯახების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა, რომ 1994 წლის 15 მაისიდან დაწყებული ყოველწლიურად აღენიშნა ოჯახების საერთაშორისო დღე. ამ თარიღის დაწესების მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა ოჯახთა მრავალ...
ქართველი კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 15 მაისს, აბაშის რაინის სოფ. ძველი აბაშაში დაიბადა. კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუ...