მთავრობის წევრებმა უკრაინაში დაღუპული გიორგი ჯანელიძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა უკრაინაში აქტიურადაა ჩართული ამ საკითხში და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჯანელიძის გადმოსვენება საქართველოში...
ათონელის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და ის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, - ინფორმაცია პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა მიაწოდა. მინისტრის ცნობით, შენობა მიღებულია ექსპლუატაციაში და ის გარემონტდა, როგორც პრეზიდენტისთვის ...
სახელმწიფო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ყოველთვიურ 1000 ლარიან კომპენსაციას დაუნიშნავს, - სამთავრობო ინიციატივას მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე...
მორიგი თავდასხმა ავღანეთში. პაკტიკის პროვინციაში შეიარაღებული პირები თავს გამნაღმველებს დაესხნენ, რომლებიც გზას ნაღმებისგან წმენდნენ. მათ 12 გამნაღმველი გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს. გატაცენულთა ადგილ-სამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა, - ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მიაწოდა. მინისტრმა ისაუბრა მედიატურის შესახებ, რომელიც მთავრობის მიერ დაფინანსებულ საწარმოებში მიმდინარეობს და რომლებიც მედიის წარმომ...
“ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ინვესტიცია არ შემოვიდეს ქვეყანაში, - განაცხადა ყოფილმა პრემიერიმა ბიძინა ივანიშვილმა მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ისევ აგრძელებს ძალადობას საკუთარ საზოგადოებაზე სიცრუით. „ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სიცრუით მოახერხოს, ინვესტიცია არ შემოვიდეს ქვეყანაში - ამას გავყვებით და დავალაგებ...
მასშტაბური სპეცოპერაცია დაღესტანში. ბუინაკის დასახლებაში პოლიციამ ალყაში ამბოხებულთა დაჯგუფება მოიქცია. ამბოხებულები ერთ-ერთ შენობაში გამაგრდნენ და სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც შენობაზე შტურმი განხორციელდა. დაღუპულთა შორის შესაძლოა დოკუ უმაროვის მემკვიდრე, "კავკასიის ემირატის" ლიდერი ალიას...
ჯიჰადისტების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სიკვდილით 30 ეთიოპიელი ქრისტიანი დასაჯეს, მოგვიანებით კი მათი მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტით გაავრცელეს. შემზარავი აქტი სავადაუდოდ ლიბიურმა დაჯგუფება ალ-ფურკანმა განახორციელა, დაღუპულთა უმრავლესობა კი ლიბიის პროვინციების, ბარკას...
საქართველოში იმუნიზაციის კვირეული იწყება. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად პრესკონფერენცია სლოგანით "აცერი და დაიცავი" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დღეს 13:00 საათზე გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.
სოლიდარობა ასურელ ქრისტიანებს!"ტერორიზმს არ აქვს რელიგია" - თბილისში, პარლამენტის შენობასთან ასირიელი ბავშვების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გამოინახოს გზა ასირიელი ბავშვების საქართველოში ჩამოსაყვანად. მათ მწუხარება გამოხატეს იმ ასირიელი ბავშვების...
სახალხო დამცველი ზემო აჭარაში ჩავიდა. უჩა ნანუაშვილი ადგილობრივების პრობლემებს პირადად გაეცნო, რის შემდეგაც არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ხულოს გამგებელს მიაწოდა. ომბუდსმენის განცხადებით, ღურტასა და ღორჯუმის მცხოვრებლები მთის კანონის დროულად მიღებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ მა...
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინასასამართლო პროცესი დღეს განახლდება. სხდოამზე დაცვის მხარე შუამდგომლობას დააყენებს, რომ საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება შეწყდეს. ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აღნიშნულ საქმეს სამართლებრივი სივრციდან ამოვარდნილს უწოდებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს. ვა...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საპარლამენტო დელეგაცია კიევში მაღალი რანგის შეხვედრებისთვის ემზადება. დაგეგმილია უსუფაშვილისა და მისი უკრაინელი კოლეგის შეხვედრა. მხარეები ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს ...
ირაკლი კორძაია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ჭოლაძის დაკითხვას ითხოვს. ჟურნალისტმა ვიდეო ჩანაწერები "იმედის კვირის" შემოქმედებით ჯგუფს გადასცა. ვიდეო ჩანაწერში კარგად ჩანს, თუ როგორ ესაუბრება გიორგი უდესიანი ბესო ხარძიანის დას, მაია ხარძიანს და ეუბნება რომ მას ძმის სიცოცხლე აჩუქა. ჩანა...
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უკრაინელ კოლეგას - უკრაინის ფინანსთა მინისტრს, ნატალია იარესკოს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოების აუცილებლობაზე...