რუსებმა კიევის სოლომიანსკის რაიონში მდებარე სკოლას დაარტყეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დარტყმის დროს ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„სოლომიანსკის რაიონში დრონი სკოლის შენობას დაეცა. ხანძარი გაჩნდა. ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ“, - წერს კლიჩკო.
მისი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები გაემართნენ. თავდაპირველად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კლიჩკომ ასევე განაცხადა, რომ სოლომიანსკის რაიონში დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა საწყობის შენობაც.
უკრაინული მედიის ცნობით, დარტყმა კიევზე რუსეთის დრონებით განხორციელებული მორიგი მასშტაბური იერიშის დროს მოხდა.