13 ივნისს 10:30 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ლატარიის კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტი მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
ერთ-ერთი ასეთი პრექტი 11, 12, 13 ივნისს უკვე დაიგეგმა. მესტიის რაიონის სოფელ იელის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის (სკოლაში პირველი კალსიდან მე-9 კლასის ჩათვლით სულ 11 მოსწავლე სწავლობს) დედაქალაქში სამდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ტური მოეწყო. ეროვნული ბიბლიოთეკა კი იელის სკოლაში ბავშვებისთვის სამკითხველო კუთხეს მოაწყობს.
პროექტი 13 ივნისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება. იგი განსაკუთრებულია იმით, რომ თავად ბავშვების ინიციატივით დაიგეგმა.