საქართველო საერთაშორისო კონკურსის, "ალიანტე 2015“-ის 45 გამარჯვებულს მასპინძლობს. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმატებული ახალგაზრდები საქართველოში ათ დღეს დარჩებიან, დაათვალიერებენ ისტორიულ ქალაქებსა და ძეგლებს, მოინახულებენ სამხედრო ბაზებს, შეხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს...
ბათუმის მერიის "სამთო ახალგაზრდული ბანაკის“ პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა რაჭასა და სვანეთში დაისვენეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მათ საშუალება ჰქონდათ, 8 დღის განმავლობაში ესწავლათ ტურისტული ტექნიკის გამოყენება, მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ შეჯიბრებებში, ლაშქრობებში, ინტელექტუალურ-შემოქმედებით საღამოებში. პრო...
ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა რქოსანი პირუტყვი დააკავა და სპეციალურ სადგომზე გადაიყვანა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საქონელი ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა. ”პირუტყვის უმეთვალყურეოდ გამოშვებისათვის, მათი მეპატრონეები თითო სულზე 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გურიის რეგიონში, დაბა ურეკში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, პროექტის დაწყებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი...
ზვიად სიჭინავას უეფამ 10 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა - ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, მალე პოსტს დატოვებს. არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია და ის 3 ოქტომბერს გაიმართება. გაზეთის ინფორმაციით, არჩევნებამდე სიჭინავა პრეზიდენტის მოვ...
კომპანია Apple 2016 წელს მორიგი ტრიუმფისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, ”ჩაკბეჩილი ვაშლი” მომავალ წელს ბაზარზე ერთდროულად 3 სახეობის iPhone-ს გამოიტანს. ანალიტიკოსები აცხადებენ, 2016 წელს მომხმარებლები iPhone 7-სა და iPhone 7 Plus-ს ერთდროულად მიიღებენ და რაც მთავარია მათ განსხვავებული დიზაინი ე...
ჩინური მესენჯერი QQ ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდა. QQ-ს ყოველთვიური მომხმარებელების რაოდენობამ, რომელიც კორპორაცია Tencent QQ-ს საკუთრებაა, 843 მლნ-ს მიაღწია. რეიტინგში მეორე ადგილზეა Facebook-ის მესენჯერი Whatsup-ი, რომლითაც ყოველთვიურად 800 მლნ მომხმარებელი სარგებლობს. პ...
მას შემდეგ, რაც “ბეთსონმა“ ქართული ონლაინ სათამაშო კომპანია „ევროპა-ბეთი“ 2015 წლის ივნისში შეიძინა, „ბეთსონ მალტის“ გენერალური დირექტორი, ულრიკ ბენგტსონი 10-12 აგვისტოს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ბატონმა ბენგტსონმა გამართა შეხვედრები როგორც ქვეყნის...
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1758 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 87 პროცენტით აღემატება 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ”საქსტატის” ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნ...
2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5573 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1269 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4305 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით ნაკლ...
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად, 96 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები შტატგარეშე მოსამსახურეების პოზიციებზე, პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სამსახურის მონაცემთა არ...
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დღეს ანექსირებულ ყირიმში ჩავა. ვლადიმირ პუტინი იალტაში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო საბჭოს სხდომას გამართავს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. „განხილვის მთავარი თემა შიდა ტურიზმის ზრდის საშუალებით რუსეთის რეგიონების, მათ შორის ყირიმის, სო...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის თანამშრომლებმა წყლის რესურსების კანონმდებლობის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევები მათ მფლობელობაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებებს დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტის მიმდებარედ მდინარე ...
მსოფლიოში ყველაზე გრძელი პირდაპირი ავიარეისი დუბაი-პანამა გახდება, რომლის ხანგრძლივობაც 17:35 საათი იქნება. ავიარეისს ავიაკომპანია Emirates-ი განახორციელებს, რომელიც ოპერირებას ამ მიმართულებაზე 2016 წლის 1-ელი თებერვლიდან შეუდგება. ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენას Boeing 777-200 LR-ით განახორცი...
კომპანია "ვაკეს" დროებით, მცირე ზომის საწარმოში 150 სახეობის ნაცვლად 20-მდე სახეობის ხორცპროდუქტი მზადდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაზარზე წარმოქმნილი არასწორი ინტერპრეტაციის გამო კომპანია "ვაკემ" გადაწყვიტა მომხმარებელს არსებული დროებითი მცირე ზომის საწარმოს შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც ლი...