ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილის, თამარ კორძაიას განცხადებით, დღეს, პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი აზრი გამოხატა და არა მოწოდება. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კორძაიამ განუცხადა, პირველ რიგში, კონსტიტუციური წე...
ხვალ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. „ჯი-ეჩ-ენ“-ის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება. წყაროს ცნობით, სხდომაზე უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძის დასახელება ოფიციალურად მოხდება და განხილული იქნება ქვეყანაში მიმდინარე მოვლე...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შესაბამის უწყებებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს. ანა ნაცვლიშვილი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამ საკითხის საპარლამენტო ფორმატში განხილვას ითხოვს. „არაერთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობას მიადგა ძ...
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობენ უკიდურესად დაძაბონ ვითარება ქვეყანაში და პროცესები ქუჩაში გადაიტანონ. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მან ასევე განაცხადა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" არ დაუშვებენ ქვეყანაში ვითა...
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც ის გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.მისი თქმით, პრეზიდენტის ნებისმიერი განცხადება, შეიძლება გავლენის მცდელობად იყოს აღქმული."მოსამართლე არ არის ანგარიშვალდებული არც პრე...
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო დირექტორი თამარ რუხაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ პოსტს ქიბარ ხალვაშის შეთავაზების გამო ტოვებს. "დღეს მოვისმინე ჭორი, რომელიც ჩემს კოლეგებში გავრცელდა, თითქოს ქარტიის დირექტორობას იმიტომ ვტოვებ, რომ ქიბარ ხალვაშისგან "რუსთავი 2-ის" დირექტორობაზე მივიღე შეთავაზება. მინდა ძალიან ნათ...
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. კაკაბაძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრი შუღლს აღვივებს და ბიძინა ივანიშვილის მითითებებს ასრულებს. კაკაბაძემ მინისტრ კახა კახიშვილის განცხადებას სასაცილო და არასერიოზული უწოდა. "ეს რაც ხდება ქვეყანაში არის ძალიან ცუდი. დღეს კიდევ ერთ...
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში, ამ წუთებში, მედიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაში მონაწილეობენ ჟურნალისტები ინგა გრიგოლია, ეკა მიშველაძე და ნინო ჯანგირაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, დღეს კ...
მთავარ პროკურატურაში რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მივიდა. საგამოძიებო უწყება გვარამიას გუშინ მის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებზე დაკითხავს. საუბარია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მიერ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მუქარისა და შანტაჟის ფაქტების შესა...
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოესწრება. მან ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის ეთერში უახლოეს მომავალში ჩაერთვება. კითხვაზე, შეთავაზების მიუხედავად, რატომ არ ერთვება „რუსთა...
ქალაქ კოლრეინის მკვიდრმა, 21 წლის მეთიუ ჰეიდენმა თავისი ორი და და მეგობარი მოკლა. ქილერმა ცეცხლი მიკროავტობუსს გაუხსნა, რომელშიც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. როგორც დამნაშავის დედა აცხადებს, მის შვილს შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, აგრეთვე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. სხდომა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ-გოჩა ბაბუნაშვილმა გახსნა. კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც თბილისში საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვის ექსპლოატაციის, აგრეთვე ზოგიერთ რაიონში სხვადასხვა კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისა და შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების საჭიროებებზე დეტალურად ისაუბრეს. გაერთიანებული კომისიების სხდომას მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომლებმაც დეპუტატებს განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტები, ასევე აღნიშნული გეგმების კორექტირებული ვარიანტები და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. დეპუტატებმა ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. დღესვე კომისიების წევრებმა, სამგორის რაიონის მოსახლეობის წერილი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა გააცნო. მისი განცხადებით, სამგორის რაიონის მოსახლეობამ საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიას წერილობით მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მიმართა. სხდომას, დეპუტატებისა და მოწვეული სტუმრების გარდა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს წარმომადგენელი და სამგორის რაიონის მოსახლეობაც დაესწრო. სამგორის რაიონის მაცხოვრებელთა თქმით, ე.წ კაიროს დასახლებაში ეკოლოგიურად არასახარბიელო ვითარება, საკანალიზაციო სისტემის არარსებობამ და კუსტარული საკანალიზაციო ჭებით სარგებლობამ განაპირობა. მათივე განმარტებით, რაიონში არსებული სხვა სახის პრობლემებიც, როგორსაც კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სირთულეები და სხვა სახის პრობლემები წარმოადგენს, პირდაპირ კავშირშია აღნიშნულთან. სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა-ლია ჯახველაძემ, ამავე რაიონის გამგებელთან-მამუკა ჩოქურთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად აღნიშნული პრობლემის განსახორციელებლად კონკრეტული გზები დასახეს და მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას შეპირდნენ....
უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებებს გამოეხმაურა. ჩაფიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სახიფათო განცხადება გააკეთა, პრემიერმა კი - ადეკვატური. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერი სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა. პრემიერმა კი განაცხადა, რომ გვარამიას განცხადება მუქარაზე ერ...
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. „თუ პრეზიდენტს ასეთ კადრებზე ემოცია არ აქვს, მისი საქმე ცუდად ყოფილა. მე არ მინახავს, მე ვნახე ადრე ეს კადრები დახურულ ჩვენებაზე. მე მოვუწოდებ მოსახლეობას, ასეთი კადრების ხილვის შემდეგ ემოციები მოთოკონ. ყველას მოვუწოდებ...
ვანუატუს უმაღლესმა სასამართლომ პარლამენტის 14 წევრს პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი კორუფციაში ედებათ. განსასჯელთა შორის ვიცე-პრემიერი მოანა კარკასესი და პარლამენტის სპიკერი მარსელინო პიპიტეცაა. კარკასესს სასამართლომ 4 წლიანი განაჩენი გამოუტანა, დანარჩენ განსასჯელებს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესა...