ხვალ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
„ჯი-ეჩ-ენ“-ის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.
წყაროს ცნობით, სხდომაზე უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძის დასახელება ოფიციალურად მოხდება და განხილული იქნება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.