ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში, ამ წუთებში, მედიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაში მონაწილეობენ ჟურნალისტები ინგა გრიგოლია, ეკა მიშველაძე და ნინო ჯანგირაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, დღეს კონსულტაციებს გეგმავს ასევე, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო სექტორთან.
საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა.