მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვასთან დაკავშირებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენისას ჩააგდო. ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განი...
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" მიიჩნევს, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტსაბჭოს წევრის განცხადება სიძულვილის ენის შემცველია. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათი ინფორმაციით, 10 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა "სამოქალაქო ჩართულო...
თბილისში, ჭავჭავაძის N54-ში მდებარე „პროკრედიტ ბანკი“ დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დეტალები, ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
გლაზგოს ერთ-ერთ კინოთეატრში ფილმ „გზავნილის“ ჩვენება აიკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კინოთეატრის მფლობელებმა აფიშებიდან ფილმის ამოღების მოთხოვნით პეტიცია მიიღო. პეტიციას არამხოლოდ შოტლანდიის მცხოვრებლები, არამედ საუდის არაბეთის, ბაჰრეინისა და ნიგერიის მოქალაქეებიც აწერენ ხელს. „მუჰ...
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ავლაბრის სასახლეში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე ძირითადი დრო საარჩევნო გარემოზე საუბარს დაეთმო. მისივე თქმით, ელჩებმა აღნიშნეს პრეზიდენტის პოზიტიური როლი სიტუაციის დამშიდებაში. „ელჩებმა აღნიშ...
პარლამენტმა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები აირჩია. უმრავლესობამ კანდიდატებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები - ქეთევან ბექაური და თეა ჯუღელი გახდნენ.
კიდევ ერთი ტერორისტული აქტი ეგვიპტეში. სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ ელ-რაშიდში რადიკალებმა ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუხსნეს, რის შემდეგაც სახლის სიახლოვეს დანაღმული მანქანა აფეთქდა. თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 2 ბავშვია.
საქართველოს არ აქვს ვალდებულება სირიელ მიგრანტთა მიღების შესახებ, თუმცა შესაძლოა ასოცირებულმა წევრებმა თავად გამოხატონ ამის სურვილი, - ამის შესახებ, ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეი მამიკინი აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო Trend-თან საუბრობს. ,ისი თქმით, საქართველოს ევროპარლამენტის პოლიტიკის სოლიდარობის ნიშნად შეუძლია,...
„რუსთავი-2“ - ის გარშემო მიმდინარე დავა სულ უფრო ემსგავსება ჭადრაკის პარტიას. ოღონდ ისეთს, რომელსაც ამ გენიალურობამდე რაფინირებული თამაშისათვის უკადრისი, ერთი ძალიან ძველი და იმ დროს მეტად გახმაურებული კარიკატურა შეესაბამება: როდესაც, 1917 წელს, რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე გადადგა (გადააყენეს), ...
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტი საქართველოს პრეზიდენტს მადლობის წერილს უგზავნის. „ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, როგორც ნიუ იორკში, ასევე ვაშინგტონში. თქვენი გამოსვლები ორივე შეხვედრისას, ჩვენთვის შეუფასებელი მნიშვნელობის იყო, საქართველოში არსებული ვითარებ...
აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის, ვირაჟის ფეხბურთელს, სარხან მიქაილოვს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის მიზეზი 31 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი გახდა. კურგანთან დაპირისპირებისას ვირაჟის ფეხბურთელმა მსაჯს ბურთი ესროლა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. გაბრაზებულმა მიქაილოვმა რეფერის სახეში ჩაარტყა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილს 10 ნოემბერს, მედიასთან გაკეთებული კომენტარების გამო აკრიტიკებენ. ისინი მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, ადეკვატურად გაიაზრონ სამოქალაქო სექტორის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და საკუთარ საჯარო გამოსვლებში მოახდინონ დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მ...
მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იმ პასუხისმგებლობას კარგად გრძნობენ, რომელიც სასამართლოს სანდოობასთან პირდაპირ კავშირშია. როგორც ჟურნალისტებს „რუსთავის 2“-ის სარჩელთან და პარლამენტის შუამდგომლობასთან დაკავშირებით ბესელიამ განუცხადა, მ...
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ხელისუფლება ძალიან ამაყობს იმ მონაპოვრით, რაც ქვეყანაში თავისუფალი არჩევნებით დაბრუნდა. ...
ნიუ ჯერსიში 85 წლის ასაკში ლეგენდარული ბითლზის პირველი დრამერი ენდი უაითი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა. უათი ბითლების სადებიუტო სინგლის, Love Me Do-ს ჩაწერაში იღებდა მონაწილეობას. ის ერთ-ერთია იყო მუსიკოსთა შორის, რომელსაც „მეხუთე ბითლად“ მოიხსენიებდნენ.