პოლტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იუსტიციის საბჭოს დაშლას ითხოვს. მათი მტკიცებით, ამჟამინდელ საბჭოს ნდობა არ აქვს და აუცილებელია როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ისე იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის შემუშავება. ზაზა ხატიაშვილი საბჭოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს და არამოსამართლე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ზეგავლენით ვაჭრობას უწოდებს.