პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს დაპირდა, რომ იქნება კონსტრუქციული. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა იფიქრონ მომავალზე და არა წარსულზე.
"მინდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება ერთად ავაშენოთ უფრო კარგი ქვეყანა, დაგიდასტუროთ ჩემი სურვილი, რომ სამუშაო ვითარებაში კონსტრუქციულად განვიხილოთ საკითხები. ჩვენ არ გვექნება კომპლექსი, რომ დაგეთანხმოთ რაღაცეებში. მე მგონი ორდღიანი გამოსვლის შედეგად, თქვენ ძალიან კარგად დაინახეთ ჩემი ეს სურვილი. ვეცდები და ვთხოვ ჩემს თანაგუნდელებსაც, საქმით დავადასტუროთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი საზოგადოების გამთლიანების. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიყოთ გახლეჩილები. ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ, უნდა შევქმნათ უფრო მეტი სტაბილურობის შეგრძნება. ადამიანებმა უნდა იფიქრონ მომავალზე და არა წარსულზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა და კანონმდებლებს მოსმენისთვის მადლობა გადაუხადა.