პარლამენტი რიგგარეშე სხდომების ფორმატში მუშაობას განაგრძობს. დეპუტატები დღევანდელ სესიაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ. ასევე, რიგგარეშე სხდომებზე მოწმეთა დაკითხვის წესს, არასრულწლოვანთა ქორწინების აკრძალვას და საგადასახადო კოდექში ცვლილებებზეც იმსჯელებენ.
თბილისს "რაგბი ევროპის" პრეზიდენტი ეწვია. როგორც ოქტავიან მორარიუ ამბობს, თბილისში არა რაგბის კავშირში დაგეგმილი არჩევნებს, არამედ სამომავლო გეგმების განსახილველად ჩამოვიდა. 2016 წლის ივნისში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, "რაგბი ევროპის" გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს, რისთვისაც მზადე...
ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტიც დაიკითხოს. შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას პრეზიდენტისგან პროკურტურა ითხოვს და შესაბამისი ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას შემჭიდროვებულ ვადებში მიეწოდება.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტს მიმართავს, დაადასტუროს ან უარყოს, წააკითხა თუ არა მას მესიჯები. ელისაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილისთვის ეს მესიჯები ცნობილია. იგი პროკურატურის ქმედებას პოლიტიკური თამაშის ნაწილს უწოდებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ტელეფონი პროკურატურაში ნივთმტკ...
გვიან ღამით კრემლში ვლადიმერ პუტინის, ჯონ ქერისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. აუდიენცია 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. საუბრის მთავარი თემა სირიის კრიზისი, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურება, ასევე, უკრაინისა და რუსეთ-ამერიკული ურთიერთობების საკითხი იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტი...
კრემლში აუდიენციამდე ამერიკისა და რუსეთის პირველმა დიპლომატებმა პირისპირ მოლაპარაკება გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯონ ქერიმ და სერგეი ლავროვმა განაცხადეს, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციები დაახლოვებულია. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ...
ცრუ განგაში ლოს-ანჯელესში. ტერორისტული საფრთხის გამო შტატში ათასზე მეტი სკოლა დროებით დაიხურა. ამის გამო სასწავლო პროცესს 700 ათასამდე ბავშვი მოსწყდა. სკოლებში ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება ნიუ იორკის პოლიციამაც მიიღო, თუმცა სასწავლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც ...
უკრაინის რეფორმების საბჭოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტს პრეზიდენტი პოროშენკოც გამოეხმაურა. “ეროვნულ საბჭოში დაუშვებელია აგრესია და შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ქსენოფობიური კონტექსტით. მიუღებელია ვინმეს უყვიროდე, რომ უკრაინიდან წაეთრეს. მე პირადად მოვიწვიე უკრაინაში რეფორმატორთა გუნდი, რომლებიც უკრაინელები გახდნენ არამხოლოდ პას...
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, გივი თარგამაძის მიერ წინა კვირას გაკეტებულ განცხადებას ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ფიზიკურ ძალადობას თარგამაძის მტკიცებით, შესაბამის ორგანოებს ეს ინფორმაცია...
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე ე.წ. შეწყალების საქმის ირგვლივ აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით მსჯელობენ. შეხვედრას ესწრება მანანა კობახიძე, რაც შეეხება ეკა ბესელიას, იგი საქართველოში არ იმყოფება. შეხ...
ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი აცხადებს, რომ თავად ყოველთვის გამართლებას ითხოვდა, ხოლო შეწყალების მოთხოვნა ელისაშვილმა ურჩია. მსჯავრდებული ჟურნალისტებთან ადვოკატმა ტელეფონით დღეს დააკავშირა, სადაც მან ასევე კატეგორიულად უარყო შეწყალების მოთხოვნით თანხის შეთავაზება. "არასოდეს ...
თბილისში მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას მეორე კვარტალში, მოხდა. მოკლულისა და თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.
იაპონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს ეცნობიან. პოპულარული გამომცემლობის Ozora Publishing"-ის რედაქტორი და ფოტოგრაფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვივნენ. პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმათბილისის ისტორიულ...
ევროკომისია ამ დრომდე არ იძლევა ზუსტ განმარტებას, თუ რა მიზეზით გადადო საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მოხსენების გამოქვეყნება. შესაბამისი განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს არც ევროკომისიის სპიკერმა ალექსანდრ ვინტერშტეინმა გააკეთა. „ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომის...
საქართველოს სომეხთა სათვისტომო ,,საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლიებებში, ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების საზღვრების შეცვლის საშიშროებას ხედავს. სათვისტომოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ნორმების თანახმად, არც ერთ სახელმწიფოს უფლება არ აქვს იმ რეგიონების...