"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე ე.წ. შეწყალების საქმის ირგვლივ აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით მსჯელობენ.
შეხვედრას ესწრება მანანა კობახიძე, რაც შეეხება ეკა ბესელიას, იგი საქართველოში არ იმყოფება.
შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ მისი კოლეგების მიმართ ბრალდებებზე უაპელაციოდ საუბარი არის ,,უპასუხისმგებლობა და უსინდისობა, მით უმეტეს იმ ადამიანებისგან არ უნდა ისმოდეს ეს, ვინც დღემდე არ გათავისუფლებულა მძიმე წარსულისგან და დღემდე ითვლება წარსული რეჟიმის მეხოტბედ", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.