ევროკომისია ამ დრომდე არ იძლევა ზუსტ განმარტებას, თუ რა მიზეზით გადადო საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მოხსენების გამოქვეყნება.
შესაბამისი განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს არც ევროკომისიის სპიკერმა ალექსანდრ ვინტერშტეინმა გააკეთა.
„ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მოგერენმა ამის შესახებ გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ვერაფერს დავამატებ ნათქვამს. მან განაცხადა რომ მოხსენება მიმდინარე თვის ბოლომდე გამოქვეყნდება. ჩვენი პოზიცია ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული“, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საკითხის გაჭიანურება უკრაინას უკავშირდება.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბრიუსელს 16-17 დეკემბერს ეწვევა. 16 დეკმებერს, დღის ბოლოს, დაგაგმილია პროშენკოსა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის და ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის ერთობლივი განცხადებები.