იაპონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს ეცნობიან. პოპულარული გამომცემლობის Ozora Publishing"-ის რედაქტორი და ფოტოგრაფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვივნენ. პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმათბილისის ისტორიული უბნები და მცხეთა დაათვალიერეს, მოინახულეს ყაზბეგი და კახეთის სხვადასხვა ტურისტულიადგილები.
იაპონელი ჟურნალისტები 2016 წლის იანვრის ნომერში ღვინის ტურიზმის და ზოგადად საქართველოსღირშესანიშნაობების შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ. პრესტურის მიზანია იაპონურ ბაზარზე საქართველოსტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია. სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის 11 თვეში იაპონიიდანსაქართველოს 5387 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ითმეტია.