ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  •  პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს კლაუს შვაბს შეხვდა

    პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს კლაუს შვაბს შეხვდა

    დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს კლაუს შვაბს შეხვდა.  პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესორ შვაბს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ დალიანის ეკონომიკური ფორუმი საქართველოსთვის ისეთივე წარმატებ...

    09 სექტემბერი 2015, 12:26
  • ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საბავშვო ბაღის მონიტორინგი განხორციელდება

    ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საბავშვო ბაღის მონიტორინგი განხორციელდება

    თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საბავშვო ბაღის მონიტორინგი განხორციელდება. შესაბამისი დავალება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას მისცა. „ვინაიდან საბავშვო ბაღები 14 სექტემბრიდან იწყებენ სასწავლო ...

    09 სექტემბერი 2015, 12:14
  • თბილისი - მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 84%-ით გაიზარდა

    თბილისი - მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 84%-ით გაიზარდა

    თბილისი - მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 84%-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ორი ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიების მიერ ჯამში 179,602 მგზავრია გადაყვანილი, რაც 84 პროცენტით (81 776 მგზავრით) მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან ...

    09 სექტემბერი 2015, 12:09
  • ტორბიორნ იაგლანდი  გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მიმართ ევროპის საბჭოს სრულ მხარდაჭერაში არწმუნებს

    ტორბიორნ იაგლანდი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მიმართ ევროპის საბჭოს სრულ მხარდაჭერაში არწმუნებს

    ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი გიორგი კვირიკაშვილს მისალოც წერილს უგზავნის და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას წარმატებას უსურვებს.  „იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში, საქართველო ეფექტიანად გაუმკლავდება საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარ გამოწვევებს, რ...

    09 სექტემბერი 2015, 12:09
  • რუნიმ რეკორდი დაამყარა

    რუნიმ რეკორდი დაამყარა

    ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტეტის ფორვარდმა უეინ რუნიმ ახალი რეკორდი დაამყარა. ნაკრების შემადგენლობაში მან თავისი 50-ე გოლი გაიტანა. ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრები გუნდების შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. რუნიმ შვეიცარიელტა კარში 83-ე წუტზე შეაგდო და ლეგენდარული ბობი ჩარლტონის რეკორდი გააუმჯობესა,...

    09 სექტემბერი 2015, 12:00
  • “გაიცანი საქართველოს” ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმის ტერიტორიაზე  ფოტოკონკურსის "ჩემი საქართველოს"  გამარჯვებულები დააჯილდოვეს

    “გაიცანი საქართველოს” ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმის ტერიტორიაზე ფოტოკონკურსის "ჩემი საქართველოს" გამარჯვებულები დააჯილდოვეს

      პროექტ ,,გაიცანი საქართველოს” ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმის ტერიტორიაზე  ფოტოკონკურსის "ჩემი საქართველოს"  გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ კონკურსში გამარჯვებულებს პრიზები გადასცა...

    09 სექტემბერი 2015, 11:57
  • დიმიტრი ქუმსიშვილის Johnson Controls-ის ხელმძღვანელთან შეხვედრის თემა საქართველოში კომპანიის საწარმოსა და სადისტრიბუციო ცენტრის გახსნა იყო

    დიმიტრი ქუმსიშვილის Johnson Controls-ის ხელმძღვანელთან შეხვედრის თემა საქართველოში კომპანიის საწარმოსა და სადისტრიბუციო ცენტრის გახსნა იყო

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთში შეხვედრებს მართავს. დიმიტრი ქუმსიშვილი დალიანში უმსხვილესი ამერიკული კომპანია Johnson Controls-ის თავმჯდომარის მოადგილეს, აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში დანაყოფის პრეზიდენტს, ბედა ბოლდენიუსს შეხვდა. ამერიკული Johnson Controls მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვ...

    09 სექტემბერი 2015, 11:55
  • იუნისეფი: ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა

    იუნისეფი: ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა

    მსოფლიოში ბოლო 25 წლის განმავლობაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შესახებ გაეროს საბავშვო ფონდი იტყობინება. იუნისეფის ინფორმაციით, სიკვდილიანობის ციფრი წელს 6 მილიონზე დაბლა დაეცა, რაც პოზიტიურ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. ბოლო 25 წლის შედეგებით კი ბავშვთა სიკვდილიანობა პლანეტ...

    09 სექტემბერი 2015, 11:55
  • გიგი უგულავას ადვოკატი მოსამართლემ 500- ლარით დააჯარიმა

    გიგი უგულავას ადვოკატი მოსამართლემ 500- ლარით დააჯარიმა

    თბილისის ყოფილი მერის უგულავას ადვოკატი მოსამართლემ 500- ლარით დააჯარიმა. მიზეზი სასამართლო პროცესზე ადვოკატის  გამოუცხადებლობა გახდა. ბოლო რამდენიმე პროცესზე ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი სხვადასხვა მიზეზით არ ესწრება სასამართლო პროცესებს. აქამდე მისი არდასწრება საპატიოდ ჩაითვალა. დღევანდელ პროცესზე  კი კონდახაშვილმა სასამართლოზე ...

    09 სექტემბერი 2015, 11:53
  • საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია „მიცუბიშის“ სამუშაო ჯგუფი ჩამოვა

    საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია „მიცუბიშის“ სამუშაო ჯგუფი ჩამოვა

    საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია „მიცუბიშის“ სამუშაო ჯგუფი ჩამოვა - აღნიშნული გადაწყვეტილება კორპორაციის თავმჯდომარემ იორიჰიკო კოჯიმამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მიიღო. შეხვედრა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა „მიცუბიშის&...

    09 სექტემბერი 2015, 11:48
  • კვირიკაშვილი: უნდა დავუსაბუთოთ  ჩინელ პარტნიორებს, რომ საქართველო და სამხრეთ კავკასია შესაძლოა იყოს ერთ-ერთი  ყველაზე  კონკურენტუნარიანი

    კვირიკაშვილი: უნდა დავუსაბუთოთ ჩინელ პარტნიორებს, რომ საქართველო და სამხრეთ კავკასია შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი

    საგარეო უწყების ხელმძღვანელის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინელ პარტნიორებს უნდა დაუსაბუთოს, რომ  საქართველო და სამხრეთ კავკასია შესაძლოა იყოს ერთ-ერთი  ყველაზე  კონკურენტუნარიანი დროისა და დანახარჯების თვალსაზრისით. მისივე თქმით, პრემიერი  ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლ...

    09 სექტემბერი 2015, 11:27
  • ავსტრალია 12 ათას ლტოლვილს მიიღებს

    ავსტრალია 12 ათას ლტოლვილს მიიღებს

    ავსტრალია სირიიდან და ერაყიდან დამატებით 12 ათას ლტოლვილს მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა განაცხადა. მისივე თქმით, ავსტრალია თავშესაფარს იორდანიაში, ლიბანსა და თურქეთში მყოფ ლტოლვილებს მისცემს. განსაკუთრებული აქცენტი ქალებსა და ბავშვებზე იქნება გადატანილი.

    09 სექტემბერი 2015, 11:15
  • რუსეთმა ლიხტენშტეინი დაამარცხა

    რუსეთმა ლიხტენშტეინი დაამარცხა

    ევროპის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრაში რუსეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ლიხტენშტეინი გაანადგურა. სტუმრებმა 7 უპასუხო გოლი გაუშვეს. მატჩის გმირად არტიომ ძიუბა იქცა, რომელმაც შეხვედრაში პოკერი შეასრულა, თითო ბურთი კი ლიხტენშტეინის კარში კოკორინმა, სმოლოვმა და ძაგოევმა შეაგდეს.  

    09 სექტემბერი 2015, 11:13
  • WorldTravelAwards™-მა  სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერია” „საქართველოს წამყვან ბიზნეს სასტუმროდ“ დაასახელა

    WorldTravelAwards™-მა სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერია” „საქართველოს წამყვან ბიზნეს სასტუმროდ“ დაასახელა

    WorldTravelAwards™-მა  სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერია” „საქართველოს წამყვან ბიზნეს სასტუმროდ“ დაასახელა.  ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სიახლეა, რადგან მზარდი კონკურენციის ფონზე, რადისონ ბლუ ივერია თბილისი და რადისონ ბლუ ბათუმი ერთდროულად იღებენ ასეთ პრესტიჟულ ჯილდოებს. დაჯილდოება გაიმართ...

    09 სექტემბერი 2015, 11:08
  • მსოფლიოში 750 მილიონი ადამიანი გაუნათლებელია

    მსოფლიოში 750 მილიონი ადამიანი გაუნათლებელია

    750 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოში გაუნათლებელია. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა. მისივე თქმით, 250 მილიონამდე ბავშვს პლანეტაზე დაწყებითი განათლება მიღებული არ აქვს. ზრდასრულებში კი ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაში განათლების მხრივ ქალები არიან.

    09 სექტემბერი 2015, 11:07