კანონით დადგენილი ვადებით, ბოლო დღემდე მინისტრი ვიქნები, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ. მისი თქმით, მას აქვს კონკრეტული ვადა, რა ვადაშიც უნდა დატოვოს პოსტი. რაც შეეხება შემცვლელს, როგორც დანელიამ აღნიშნა, მომავალი მინისტრის ვინაობას პრემიერ-მინისტრი დაასახელებს.
„ვინ იქნებასოფლის მეურნეობის მომავალი მინისტრი, მე ვერ გეტყვით, რადგან გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოვალეობას შეასრულებს ჩემი პირველი მოადგილე, ვინაიდან პროცედურებით ეს ასეა გათვალისწინებული“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.