საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებამდე, ყველა გადაცემა ფუნქციონირებას განაგრძობს. საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ გოგელიას განცხადებით, რა გადაცემა დაიხურება და გაიხსნება, ამაზე მსჯელობა ნაადრევია. ,,რც ერთი გადაცემის დახურვაზე, ან შეჩერებაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ყველა გადაცემა...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის შესწავლა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორს შეხვდა. „კანონ...
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, გუბერნატორების რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს. გამოკითხვა უკრაინის ამომრჩეველთა კომიტეტმა ჩაატარა. 2016 წლის საუკეთესო გუბერნატორად რესპოდენტთა უმრავლესობამ ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი იულია სვეტლიჩნაია დაასახელა. 24 კაციან სიაში ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მე-16 ადგილს იკავებ...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. კლინიკაშია. მიმდინარეობს ამ ეტაპისათვის სათანადო მკურნალობა და აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარი...
6 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6795 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6816 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.21 ლარი შეადგინა.  ...
დიდუბის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 6 მისამართზე დასრულდა. მიქელაძის ქუჩის N11-ში, ასევე მიქელაძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე, კერესელიძის ქუჩის N1-ში, აგლაძის ქუჩის N37-ში, ასევე დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-19 კორპუსთან და 147-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქტორმა კომპან...
7 თებერვალს, 11:00 სათზე, სასტუმრო „რუმსში“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში ახალი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაციას გამართავს. საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამშენებლო ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამებს SDSU საქართველოს დეკანი, დოქტორი კ...
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხს განიხილავენ. მინისტერიალი ბრიუსელში დღეს დილიდან დაიწყო. როგორც ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, ბრიუსელი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად მუშაობას გაააქტიურებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპა რუსეთზე ზეწოლას სანქციებით გა...
თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშების გამარჯვებული სუპერპრიზით დააჯილდოვა. ბანკის წარმომადგენელმა ზურაბ ერგეშიზეს კუთვნილი ბინა საცხოვრებელ კომპლექს „მგზავრებში", გადაცემა „ექიმების" წამყვანებთან ერთად, საზეიმოდ გადასცა და გამარჯვება მიულოცა. შეგახსენებთ, თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბა...
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს. მომხსენებლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით...
„თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მოვალეობის სესრულებას ის 20 იანვრიდან შეუდგა. ცაგარეიშვილის თქმით, შეთავაზება აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით პირადად მინისტრისგან მიიღო. გია ც...
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) 14 კმ–იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისთვის სატენდერო წინადადებების მიღება დაასრულა. სამშენებლო ...
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის გადაცემა ისევე მოხდა, როგორც სხვა შემთხვევებში - ამის შესახებ თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მიიღეს. ”თბილისის მერიამ სტიქიის ზონაში მოხვედრილ ყველა მესაკუთრეს მისცა შესაბამისი კომპენსაც...
ხვალ, 7 თებერვალს, 12 საათზე, "რუსთავის აზოტი"-დან გათავისუფლებული მუშები, თბილისში, ვარდების მოედნიდან, თვისუფლების მოედანზე მდებარე საქართელოს ბანკის ოფისისკენ საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. მოთხოვნები უცვლელია: დათხოვნილი მუშების სამსახურში აღდგენა და შრომითი კონტრაქტების გაუმჯობესება.
გაერომ ავღანეთში 2016 წელს დაღუპულთა შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სამოქალაქო პირებზე თავდასხმის შემთხვევები საგანგაშოდ გაიზარდა. თავდამსხმელები უმეტეს შემთხვევაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ. თავდასხმებს, ბოლო მონაცემებით, 3 498 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვე...