საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. კლინიკაშია. მიმდინარეობს ამ ეტაპისათვის სათანადო მკურნალობა და აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ პატრიარქი ბერლინში კლინიკაშია.
,,გამოკვლევების დამთავრების შემდეგ სპეციალისტები შეჯერდებიან მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე”, - აცხადებს ცისანა შარტავა.