გვატემალაში მოქმედმა ვულკანმა გაიღვიძა. ფუეგოს კრატერიდან ვულკანური ფერფლი იფრქვევა. ძლიერი კვამლის გამო ავიამომოსვლა შეფერხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტიქიური უბედურების საფრთხე არ არსებობს. ამიტომ, მთისძირა დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ დაწყებულა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევი გზა გახსნილია. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონა...
უამინდობა კანადაში. კვებეკში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა სეზონურმა წვიმამ ადგილობრივი მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიის ზონიდან 800-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ამერიკის ცენტრალურ რაიონებს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ჩრდილოეთ კაროლინას, ვირჯინიისა და ჯორჯიის შტატებს მიაყენა. ქარიშხალმა ასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა. წყობიდან გამოვიდა ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემაც, რის გამოც ათობით რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ვრცელდება ი...
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევში განახლებული სკვერი დაათვალიერა. მეტრო ,,ნაძალადევის” მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი რეკრეაციული ზონის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა. სკვერი სრულად კეთილმოეწყო. დამონტაჟდა გ...
სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის ამ განცხადებით ვხედავთ იგივეს, რომ რუსეთი დაშორებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, საერთაშორისო სამართალს, ნორმებს და პრინციპებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ფედერაციის ჟენევის მოლაპარაკების საკითხზე გაკეთებულ განცხ...
მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა უზენაეს სასამართლოში იქნება 28, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის დროს განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუციაში, სასამართლო ხელისუფლების მხრივ, უამრავი ცვლ...
სისტემა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებით ინერგება, გამორიცხავს ყოველგვარ ჭარბ კონცენტრაციას ძალაუფლებისა, ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამე...
საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და განვითარების ახალი ბანკის (New Development Bank) ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, აგრეთვე მთავრობის 4-პუნქტიანი გე...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს. სამინისტრომ შიდა ქართლის რეგიონში კერძო სახლი, სა...
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირდა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დონალდ ტრამპის მიერ საბიუჯეტო კანონზე ხელმოწერას.მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორ...
საფრანგეთში ძალიან გამხდარ მოდელებს ჩვენებებსა და რეკლამებში მონაწილეობას აუკრძალავენ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მარისოლ ტურენმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ახალი რეგულაციები მიზნად ახალგაზრდა გოგონების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ისახავს. კანონმდებლობა მოდელებს ავალდებულებს სამსახურში ჯანმრთელობის ც...
ალენ დელონი კინოდან მიდის. ამის შესახებ ლეგენდარულმა ფრანგმა მსახიობმა გამოცემა „პარიზიენისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 81 წლის დელონის თქმით, შემოდგომაზე მისი მონაწილეობით ბოლო ფილმის გადაღება დასრულდება, რის შემდეგაც ის კინოკარიერის დასრულებაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ბოლო ფილმში დელონს პარტნიორო...
ბარაკ ობამა 9 მაისს მილანში „გლობალ ფუდ ინოვეიშენის“ მიერ ორგანიზებულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტზე დასასწრები ვი-აი-პი კატეგორიის ბილეთები 850 ევრო ღირს. მისი მფლობელები არა მხოლოდ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ლექციის მოსმენას, არამედ სამიტის ყველა ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ. სამიტი 8-11 მაისს გაიმა...
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული დუშეთის წმინდა გრიგოლის სახელობის ეკლესიიდან მოულოცა. საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა და საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის გაძლიერება, სიკეთე და წარმა...