თავდასხმა ფლორიდაში. სამართალდამცველებს თავს კისიმის დასახლებაში დაესხნენ. შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის ოფიცრებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, მეორეს მდგომარეობა კი კრიტიკულია. პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. მეოთხე მიმალვაშია.
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოსეირნე ბატებმა საცობი შექმნეს.ფოტო სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.საიდან და როგორ აღმოჩნდნენ ბატები ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე, უცნობია.
ქალი, რომელსაც ბათუმში მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა. 44 წლის ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ცნობისთვის, ბათუმში ე.წ. ბარცხანის დასახლებაში სატვირთო მატარებელი ქალს რამდენიმე დღის წინ დაეჯახა. ქალბატონი საავტომობილო გზიდან მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა...
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის ლიდერებს "თურქეთის მტრები" უწოდა. განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლში პარასკევის ლოცვის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ქრისტიან-დემოკრატებიც, სოციალ-დემოკრატებიც და მწვანეთა პარტიაც თურქეთის მტრები არიან და თურქული დიასპორის მხარდაჭერას არ იმსახურებენ. საპარლამე...
ავსტრიაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა. უბედური შემთხვევა ადგილობრივ ფესტივალზე მოხდა, სადაც ლუდის ბარის ტენტი ჩამოინგრა. ინციდენტისას ტენტის ქვეშ 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის თავდაცვის მდივანს შეხვდება. ჯეიმს მეტისი კიევს 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ჩავა. მთავარი ეროვნული დღე კიევში გრანდიოზული სამხედრო აღლუმით აღინიშნება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც მიიღებენ.
დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება, რომელიც 4,4 კილომეტრის სიგრძისაა. ციური სხეულის ფოტოს ამერიკის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს. ყველაზე ახლოს ასტეროიდი დედამიწასთან 1 სექტემბერს იქნება, თუმცა როგორც NASA იტყობინება, ის პლანეტის მცხოვრებლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ...
ტრამპის კიდევ ერთი მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა. პოსტი ამჯერად მილიარდერმა კარლ აიკანმა დატოვა, რომელიც ბიზნესის ნორმების რეფორმას ხელმძღვანელობდა. მანამდე პოსტიდან ტრამპის მთავარი სტრატეგი სტივენ ბენონი გადადგა.
კატალონიის პოლიციამ ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძებნილის ვინაობა დაასახელა. სამართალდამცველები 22 წლის იუნეს აბუიაკუბს ეძებენ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფურგონის საჭესთან, რომელიც ფეხით მოსიარულეებში შეიჭრა, 17 წლის მუსა უკაბირი იჯდა, თუმცა ეს ვერსია არ დადასტურდა. მასშტაბური ტერო...
ბოლო 6 თვეში, საქართველოში 3 331 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 275 ადამიანი და დაშავდა 4 696. შსს-ს სტატისტიკურ მონაცემების მიხედვით, მაქსიმალური მაჩვენებელი მაისი-ივლისის თვეში დაფიქსირდა. ივლისში 537 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 42 ადამიანი გარდაიცვალა. მაისში 504 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 43 ადამიან...
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების 12 თანამშრომელი აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს(INL) მიწვევით, სასწავლო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ვიზიტის მიზანს პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ამერიკის შ...
მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი ცინცინატის ტურნირზე წარუმატებლად გამოსვლის მიზეზს ვერ ხსნის. „ეს ტურნირი ძალიან მომწონს. წლიდან წლამდე ის უფრო და უფრო კარგი ხდება, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, რატომ ვერ ავიღე ჩემი რიტმი. აქ ძალიან გამიჭირდა ასპარეზობა, მაგრამ მომავალ წელს ისევ ვცდი,“-აცხ...
ფინეთის ქალაქ ტურკუში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. ამის შესახებ BBC იტყობინება. თავდასხმა პუუტორის მოედანზე გუშინ განხორციელდა. დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 2 ადამიანი მოკლა, 8 კი მძიმედ დაჭრა. თავდამსხმელი 18 წლის მაროკოელია. პოლიციამ ის უკვე დააკავა.
რუსეთში ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოლქში თავდასხმა განხორციელდა. ქალაქ სურგუტში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 8 ადამიანი დაჭრა. 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი სავაჭრო ობიექტები დაზღვეული არ იყო, ამის შესახებ ერთ-ერთი ობიექტის მესაკუთრე ემზარ ლეთოდიანმა განაცხადა. მისი თქმით, რადგან ბაზრობაზე იყიდება ე.წ. მეორადი ავტომობილების ნაწილები, არც ერთი სადაზღვევო კომპანიის ინტერესში არ შედის მათი დაზღვევა. მისი თქმით, მათ ბაზრო...